"ნინო ლამაზი­ ქალი იყო და არც ბერიას გამორჩენია ეს" - რატომ დახვრიტეს კათოლიკოს-პატრიარქის ქალიშვილი?

"ნინო ლამაზი­ ქალი იყო და არც ბერიას გამორჩენია ეს" - რატომ დახვრიტეს კათოლიკოს-პატრიარქის ქალიშვილი?

1932 წელს კალისტრატე ცინცაძე წმინდა სინოდმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ამბროსი ხელაიას მსგავსად, არც პატრიარქი კალისტრატე ეპუებოდა რუსულ ჩექმას და მათ მიმართ განწყობას არ მალავდა. თავის მხრივ, არც სტალინი ღალატობდა ჩვეულებას... ასე აღმოჩნდა კალისტრატე ცინცაძის ქალიშვილი დახვრეტილთა გრძელ სიაში...

პატრიარქის გერმანელი მეუღლე

კალისტრატე ცინცაძემ უკრაინაში გაიცნო მომავალი მეუღლე, გერმანელი ოტილია ტომასი. საქართველოში ლუთერან მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა, რომელიც მართლმადიდებლად მოინათლა და ჯვარიც დაიწერეს. ექვსი შვილი გაუჩნდათ, მაგრამ სამი მოგვიანებით გარდაიცვალა... კალისტრატე დეკანოზი გახდა და ოჯახი ქაშუეთის ეკლესიის ეზოში ცხოვრობდა...

კალისტრატეს დახვრეტილი ქალიშვილის, ნინო ცინცაძის შვილიშვილი ნინო ყარალაშვილი იხსენებს:- ბებიაჩემი ართანელი თავადის, შოთა ყარალაშვილის მეუღლე გახლდათ. 1924 წელს, ერთ ღამეში, პაპაჩემის ოჯახი თავისი სტუმრებიანად ბოლშევიკებმა იმსხვერპლეს. პაპასა და ბებიას ორი ვაჟი ჰყავდათ. პაპა აბასთუმანში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. გვაქვს ბებიას წერილი, სადაც მამას, პატრიარქ კალისტრატეს აბასთუმანში ჩასვლას სთხოვს - შოთა ძალიან ცუდადაა, ზიარება უნდა, ჩამოდი და წმინდა ნაწილები ჩამოიტანეო... დაქვრივებულმა ბებიამ მუშაობა ბაქტერიოფაგში დაიწყო, მეცნიერ გიორგი ელიავასთან (მოგვიანებით, გიორგი ელიავას ბრალი დასდეს საფრანგეთის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და მოსახლეობაში ეპიდემიის გავრცელების მცდელობაში. 1937 წლის 10 ივლისს, გიორგი ელიავა და მისი მეუღლე დახვრიტეს, მათი ერთადერთი ქალიშვილი კი შუა აზიაში გადაასახლეს). განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ