"პირდაპირ მკითხეს, მოსაპარად ხარ ჩამოსულიო?" - რას ჰყვებიან ევროპაში ლეგალურად მცხოვრები ქართველები?

"პირდაპირ მკითხეს, მოსაპარად ხარ ჩამოსულიო?" - რას ჰყვებიან ევროპაში ლეგალურად მცხოვრები ქართველები?

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა უკმაყოფილოა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდით საქართველოდან, საქართველო კი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებისა და უვიზო მიმოსვლის შეჩერების თავიდან აცილების მიზნით ევროკავშირთან ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს და საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჩასმას ითხოვს - ევროკავშირისა და შენგენის ზონის 30 ქვეყნიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ვრცელდება, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მხოლოდ შვიდ სახელმწიფოს ჰყავს აღიარებული და ამ სიაში არ არის გერმანია, სადაც, საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზორეჟიმის დარღვევის გამო, ყველაზე მეტი პრობლემა შეიქმნა. სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით, საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 35%-ით გაიზარდა. მხოლოდ შვედეთს შარშან თავშესაფარი საქართველოს 963-მა მოქალაქემ სთხოვა, თუმცა შვედეთმა არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამ მაჩვენებლით საქართველოს შვედეთში სირია, ერაყი, ერიტრეა და ავღანეთი უსწრებენ. ბევრად მძიმე ვითარებაა გერმანიაში - ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წლის იანვარში თავშესაფარი საქართველოს 745-მა მოქალაქემ მოითხოვა (თვეების მიხედვით თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ასეთია: სექტემბერი - 238, ოქტომბერი - 355, ნოემბერი - 444, დეკემბერი - 522). 44%-ით არის გაზრდილი შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, თუ 2016 წელს თავშესაფარი 465-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა, 2017 წელს 670 მიმართვაა დაფიქსირებული.

კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი:- ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი გასამმაგებულია, თუმცა მხოლოდ ეს არ არის მთავარი პრობლემა - თუ ქვეყანა უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემაზე, თითქოს მარტივად უნდა მოხდეს მათი სამშობლოში დაბრუნება, თუმცა სწორედ ამ პროცედურის აღსრულება გაძნელდა. საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ 55% დაბრუნდა სამშობლოში მას შემდეგ, რაც კონკრეტულმა ქვეყანამ თავშესაფარზე უარი განუცხადა, დანარჩენი კი ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად დარჩა, რაც ზრდის ალბათობას, რომ ისინი კრიმინალური მოქმედებებით ცდილობენ არსებობისთვის ბრძოლას.

- ციფრები შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ თუ მას სხვა ქვეყნების მონაცემებს შევადარებთ, ევროკავშირში როგორც კრიმინალის, ისე თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით არაერთ სახელმწიფოს ჩამოვრჩებით. მაგალითად, ალბანეთს, რომელიც ჩვენზე ორჯერ მცირე სახელმწიფოა და ოთხჯერ მეტი არალეგალი მიგრანტი ჰყავს ევროკავშირში... რას უკავშირებთ საქართველოსთვის ნეგატიურ კამპანიას, განსაკუთრებით გერმანიაში?- დიახ, ალბანეთს ჩვენთან შედარებით ოთხჯერ მეტი არალეგალი მიგრანტი ჰყავს ევროკავშირში, თუმცა ბოლო პერიოდში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა მცირდება. მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლებიც უკეთესია, ვიდრე ჩვენი. მოლდოვიდან ევროკავშირში თავშესაფარი დაახლოებით 3000-მა მოქალაქემ მოითხოვა, საიდანაც 48% სამშობლოში დააბრუნეს, უკრაინის მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირეა. 2017 წელს კი საქართველოს 8000-მა მოქალაქემ მოითხოვა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავშესაფარი. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ველოდით, რომ ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა გაიზრდებოდა, თუმცა დინამიკა მუდმივად მზარდია...

რას ჰყვებიან ევროპაში ლეგალურად მცხოვრები ქართველები

მიშა ხაჩიძე, გერმანულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტი: - ადგილობრივი გამოცემები ქართველების შესახებ მხოლოდ ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობისა და სისხლიანი გარჩევების ფაქტებს აშუქებენ... აქ, ჟურნალ-გაზეთები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უფასოდ რიგდება. საქართველო მხოლოდ კრიმინალურ ქრონიკებშია მოხსენიებული და თანაც კვირაში რამდენჯერმე. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ