ანტისანიტარია და ღირსების შემლახავი პირობები - სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო ომბუდსმენმა მოინახულა

ანტისანიტარია და ღირსების შემლახავი პირობები - სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო ომბუდსმენმა მოინახულა

სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტები ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან, ამის შესახებ სახალხო დამცველი აცხადებს. ნინო ლომჯარიამ ფსიქიატრიული დაწესებულება გუშინ მოინახულა.

ომბუდსმენის შეფასებით, "სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს" მთლიანი შენობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ არსებობს თერაპიული გარემო.

სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, გაწეული ფსიქიატრიული დახმარება არაადეკვატურია.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდეს ა.ქაჯაიას სახელობის "სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში" განთავსებულ პაციენტთა პირობები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ