ბათუმის მოვლენებზე მსჯავრდებულები ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე გაათავისუფლეს

ბათუმის მოვლენებზე მსჯავრდებულები ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე გაათავისუფლეს

ბათუმის მოვლენებზე მსჯავრდებულები ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე თავისუფალია, - აღნიშნული ინფორმაცია ღოღობერიძის ადვოკატმა პაატა შავაძემ „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა. როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მიიღო.

ადვოკატის თქმით, ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს ბათუმის სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 1 წელი და 6 თვე მიუსაჯა, რაც პროკურატურამაც და დაცვის მხარემაც სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო პროცესები გაგრძელდება და ისინი შეეცდებიან მსჯავრდებულების უდანაშაულობის დამტკიცებას.

მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმის განხილვა დაახლოებით 8 თვე მიმდინარეობდა. მათ გამოძიება 2017 წლის 11-12 მარტს, ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზებას ედავებოდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ