არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ნებაყოფლობით ჩართვაც სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება

არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ნებაყოფლობით ჩართვაც სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება

არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ნებაყოფლობით ჩართვაც სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

„სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმა, მისი წაქეზება და ამ საქმიანობაში ჩაბმა არაძალადობრივი მეთოდებითაც. თქვენ იცით, რომ დღეს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ბავშვის პროსტიტუციაში ჩაბმას, თუ ეს კეთდება ძალადობით. ჩვენს დედაქალაქში კლუბებში, ბარებში არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმა ხდება მათზე ყოველგვარი ძალადობის განხორციელების გარეშე და ეს ქმედება დღემდე არ იყო რეგულირებული სისხლის სამართლის კოდექსით, შესაბამისად, პოლიციელი და პროკურორი რეალურად იყო ბერკეტს მოკლებული. ეს შეიცვლება, ამიტომ სხვადასხვა გასართობი დაწესებულების მმართველებს მოვუწოდებ, რომ მიიღონ ეს მხედველობაში, რადგან არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმა თუნდაც არაძალადობრივი მეთოდით ამიერიდან თავისუფლების აღკვეთით დასჯადი იქნება. ეს მისცემს სერიოზულ ბერკეტებს პოლიციას, რომ ებრძოლოს პროსტიტუციას ყველა თავისი ფორმით და გამოვლინებით, მათ შორის, ე.წ. სუტინიორობის გზითაც“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

იხილეთ ვიდეო

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს