"ფეისბუქზე" მალე ხმოვან სტატუსს დავწერთ - სოციალური ქსელის გუნდი სიახლეზე მუშაობს

"ფეისბუქზე" მალე ხმოვან სტატუსს დავწერთ - სოციალური ქსელის გუნდი სიახლეზე მუშაობს

"ფეისბუქი" ახალ ფუნქციას ტესტავს - economictimes-ის ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანაში მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ტექსტური სტატუსის ნაცვლად ხმოვანი ატვირთონ.

ახალი ფუნქცია პირველად ინდოეთში შენიშნეს.

TechCrunch წერს, რომ ხმოვანი სტატუსები უფრო ინტიმურია, ვიდრე ტექსტი, თუმცა ბევრად მარტივად ჩასაწერია, ვიდრე ვიდეო. ამასთან, ხმოვანი სტატუსები მარტივი გამოსავალია მათთვის, ვისაც არამშობლიურ ენაზე სურს სტატუსის ატვირთვა და შესაბამისი კლავიატურა არ აქვს, ხმა ამ ბარიერის მოხსნის საშუალებას მისცემს.

„ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, მუდმივად ჰქონდეთ კავშირი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. გვინდა, რომ ამისთვის ყველანაირი საშუალება ჰქონდეთ. ხმოვანი ჩანაწერები დაეხმარება ადამიანებს,“ - განაცხადა TechCrunch-თან "ფეისბუქის" წარმომადგენელმა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ