ორ წელიწადში ბიძინა ივანიშვილის ქონება 200 მილიონით შემცირდა

ორ წელიწადში ბიძინა ივანიშვილის ქონება 200 მილიონით შემცირდა

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური 2018 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, განახლებული სიის სათავეში მოექცა ამერიკელი ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონებაც, გამოცემის ინფორმაციით, 112 მილიარდ დოლარს შეადგენს. „ცენტი-მილიარდერი“ ბეზოსი პირველად გახდა გამოცემის რეიტინგის ლიდერი და ის ერთადერთია 12 ნიშნულიანი სიმდიდრით. მისი ქონება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 39 მილიარდით გაიზარდა და მეტია მეორე ადგილზე მყოფ ბილ გეითსის 90 მილიარდიან ქონებაზე. ამასთან, ეს არის ყველაზე დიდი სხვაობა პირველ და მეორე ადგილებს შორის 2001 წლის შემდეგ. მესამე ადგილზე კი უორენ ბაფეტი გავიდა 84 მილიარდით. აღსანიშნავია, რომ მეოთხე ადგილზე მყოფი ბერნარ არნო ყველაზე მდიდარი ევროპელია 72 მილიარდის ქონებით.

რეიტინგში შესული ერთადერთი ქართველი და საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი კი წლევანდელ რეიტინგში მხოლოდ 456-ე ადგილზეა 4,6 მილიარდის ქონებით. 2016 წლის მილიარდერების რეიტინგში ბიძინა ივანიშვილის ქონება 4,8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2017 წლის რეიტინგის მიხედვით კი 4,5 მილიარდს. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ