რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული გენერალ-მაიორი, 9 აპრილის მოვლენების დროს საქართველოში ერთ-ერთ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა

რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული გენერალ-მაიორი, 9 აპრილის მოვლენების დროს საქართველოში ერთ-ერთ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა

სირიაში, „ჰმეიმიმის“ აეროდრომთან რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა შორის გენერალ-მაიორი ვლადიმერ ერემეევია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილია 27 ოფიცერი, მათ შორის ერთი გენერალ-მაიორი“, - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

რუსული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი გენერალ-მაიორი არის ვლადიმერ ერემეევი. მედიაში ვრცელდება მისი ბიოგრაფია, რომლის მიხედვითაც, 1988-1991 წლებში პოლკოვნიკის წოდებაში ერემეევი ხელმძღვანელობდა ქვედანაყოფს, რომელიც „საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში“ მონაწილეობდა.

რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „ან-26“ სირიაში გუშინ მოსკოვის დროით 15:00 საათზე ჩამოვარდა, დაიღუპა 39 ადამიანი. ყველა გარდაცვლილი რუსი სამხედრო იყო. ავიაკატასტროფის მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?