დაპირისპირება სამარშუტო ტაქსის მძღოლებს შორის - დაჭრილია რამდენიმე პირი

დაპირისპირება სამარშუტო ტაქსის მძღოლებს შორის - დაჭრილია რამდენიმე პირი

თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია. ამის შესახებ Ambebi.ge-ს შს სამინისტროში განუცხადეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცივი იარაღით ჯერ თვითდაზიანებები მიყენა, შემდეგ კი მასთან ერთად მყოფი სამი ადამიანი დაჭრა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები, სამარშრუტო ტაქსის მძღოლები არიან, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მძიმეა ეჭვმიტანილი პირის მდგომარეობა, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს