არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ავტობუსის მძღოლების ჩხუბის შედეგად ხუთი ადამიანია დაჭრილი

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ავტობუსის მძღოლების ჩხუბის შედეგად ხუთი ადამიანია დაჭრილი

გახოკიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც შუახნის მამაკაცმა მასთან ერთად მყოფი ოთხი პირი დაჭრა და შემდგომ თვითდაზიანებები მიიყენა, შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 7 მარტს, საღამოს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, N150 ავტობუსის მძღოლები კვების ერთ-ერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს სამარშრუტო ტაქსში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძღოლმა - 1960 წელს დაბადებულმა ი.ჩ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა თანმხლებ პირებს - ამავე ავტობუსის მძღოლებს: 1977 წ.დ. ა. ზ-ს, 1965 წ.დ. გ. კ-ს, 1967 წ.დ. ვ. ი.-ს და 1961 წ.დ. გ. კ.-ს, რის შემდეგაც თვითდაზიანება მიიყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. პოლიციამ იგი ადგილზევე დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა.

„ინციდენტში მონაწილე ყველა მძღოლი იდენტიფიცირებულია. დაჭრილი პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს