მამამ ბავშვი აიძულა, წვიმაში 1.5 კმ ერბინა - დასჯის მეთოდმა მილიონობით ადამიანი აღაშფოთა

მამამ ბავშვი აიძულა, წვიმაში 1.5 კმ ერბინა - დასჯის მეთოდმა მილიონობით ადამიანი აღაშფოთა

იმის გამო, რომ 10 წლის ბიჭმა სხვა ბავშვებზე ფსიქოლოგიურად იძალადა, მამამ ბავშვი აიძულა, წვიმაში, სკოლამდე 1.5 კმ ერბინა. ამის შესახებ Indy100 წერს.

ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მირბის ბავშვი წვიმაში, მამამ, 33 წლის ბრაიან ტორნჰილმა "ფეისბუქზე" ატვირთა. მისი თქმით, ბიჭი იმდენად ცუდად მოიქცა, რომ სკოლის ავტობუსიდან გადმოსვეს და 3 დღის მანძილზე ავტობუსით სარგებლობის უფლება არ მისცეს.

მამა ამბობს, რომ ბულინგის სასტიკი წინააღმდეგია და შვილს ძალადობას არასოდეს აპატიებს.

ვიდეოს 25 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. დასჯის მეთოდთან დაკავშირებით სოციალური ქსელების მომხმარებლებს სხვადასხვა აზრი აქვთ.

ნახეთ ვიდეო : 10 წლის ბიჭმა სხვა ბავშვებზე ფსიქოლოგიურად იძალადა, მამამ იგი აიძულა, წვიმაში 1.5 კმ ერბინა

"უნდა გრცხვენოდეს! შენ რომ კარგი მამა იყო, არ გეყოლებოდა მოძალადე შვილი, მაგრამ კარგად ჩანს, როგორი მამა ხარ. თვითონ მანქანაში ზიხარ და ბავშვი წვიმაში მირბის. ასე ისწავლა ბავშვმა შენგან ბულინგი," - დაწერა "ფეისბუქის" ერთმა მომხმარებელმა.

თუმცა, ტორნჰილს დამცველების გამოუჩნდნენ და აღნიშნავენ, რომ საამაყოა, როდესაც მამისთვის ბულინგი საკუთარი შვილისგანაც კი მიუღებელია.

თავად ტორნჰილი კი Washington Post-თან აღნიშნავს, რომ მის შვილს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი აქვს, თუმცა ეს არაფერს ამართლებს.

"მას შემდეგ, რაც სირბილით დავსაჯე, მისი საქციელი საგრძნობლად გამოსწორდა და ამას მასწავლებლებიც აღნიშნავენ. ბულინგის მცდელობა აღარ ჰქონია," - ამბობს ბრაიანი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე