15 წლის ბიჭმა სამაშველოს მოსვლამდე სახლიდან ბავშვი და მისი ბებია გამოიყვანა

15 წლის ბიჭმა სამაშველოს მოსვლამდე სახლიდან ბავშვი და მისი ბებია გამოიყვანა

15 წლის ბიჭმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან ბავშვის და მისი ბებიის გამოყვანა შეძლო. Independent-ის ინფორმაციით, ლონდონელი ჯეკ ვუდი სკოლიდან ბრუნდებოდა, როდესაც შენიშნა, სახლიდან კვამლი ამოდიოდა. მან დედამისს უთხრა სამაშველო სამსახურისთვის დაერეკა, თავად კი სახლში შეიჭრა, რათა 1 წლის ბავში და მისი ასაკოვანი ბებია გარეთ გამოეყვანა.

"მათ ვიცნობ და ვიცოდი, რომ სახლში 1 წლის ბავშვი იქნებოდა, ბებია კი მის სწრაფად გამოყვანას ვერ შეძლებდა. ამიტომ სწრაფად შევირბინე, ჯერ ბავშვი გამოვიყვანე და შემდეგ ბებია," - ჰყვება ჯეკი.

ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მოზარდი ნამდვილ გმირად იქცა, მადლიერების ნიშნად კი მისთვის ვებგვერდის საშუალებით თანხის მოგროვება დაიწყეს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ