რას ამბობენ ბიზნესცენტრის ადმინისტრაციაში, სადაც მე-4 სართულის კიბიდან ბავშვი გადმოვარდა

რას ამბობენ ბიზნესცენტრის ადმინისტრაციაში, სადაც მე-4 სართულის კიბიდან ბავშვი გადმოვარდა

"მოზაიკაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ბიზნესცენტრის ადმინისტრაცია სრულ პასუხისმგებლობას იღებს და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დაშავებული პირველკლასელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველანარი ხარჯი დაფაროს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბიზნესცენტრის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კიბეების მოაჯირიდან, რომელზეც უსაფრთხოების მიზნით დალაგებული იყო სავარძლები, თვითნებურად, დამსწრე ადამიანების მიერ მოხდა სავარძლების სხვა ადგილზე გადადტანა, რა დროსაც ბავშვი მიეყუდა მოაჯირს და დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა.

"დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ბიზნესცენტრ "მოზაიკას“ ტერიტორაიზე არსებულ საკონცერტო დარბაზში მოხდა ინციდენტი, კერძოდ, მესამე სართულზე არსებულ დარბაზის მოსაცდელში დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლიდან არასრულწლოვნი ჩავარა მეორე სართულზე ჩამავალ კიბეებზე, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ კიბეების მოაჯირიდან, რომელზეც უსაფრთხოების მიზნით დალაგებული იყო სავარძლები, თვითნებურად, დამსწრე ადამიანების მიერ მოხდა სავარძლების სხვა ადგილზე გადატანა და მოაჯირის ქვეშ გამოთავისუფლდა ადგილი, რა დროსაც ბავშვი მიეყუდა მოაჯირს და ჩავარდა დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლიდან. საბედნიეროდ, ბავშვი კარგად არის, მის ჯამრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ბიზნესცენტრის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იღებს აღნიშნულთან დაკავშირებით და მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოს ნიკოლოზის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველანარი ხარჯის დაფარვა", - აცხადებენ "მოზაიკაში".

აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ "მოზაიკაში" სკოლის სარვამარტო ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, სადაც პირველკლასელი ბავშვი ბებიასთან ერთად იმყოფებოდა. ახლობელთა განცხადებით, ბავშვი მე–4 და მე–3 სართულის კიბის უჯრედში ჩავარდა. ბავშვი მკურნალობას ინგოროყვას კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ