"მამა გიორგიმ პატრიარქთან ძალიან პირადული რამ დამაბარა"- მამა კახაბერმა დეკანოზი მოინახულა

"მამა გიორგიმ პატრიარქთან ძალიან პირადული რამ დამაბარა"- მამა კახაბერმა დეკანოზი მოინახულა

მამა გიორგის ყოველი ამბის გახსენება პატრიარქში ემოციას იწვევს. მინდა გითხრათ, რომ იხსენიებს და განსაკუთრებულად ლოცულობს მისთვის, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე კომენტირებისას განუცხადა.

კითხვაზე, სასულიერო პირების მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის საპატიმროში მონახულების შემდეგ, ხომ არ დადგა დღის წესრიგში ისეთი საკითხი, რაზეც შესაძლოა წმინდა სინოდმა იმსჯელოს, დეკანოზმა კახაბერმა განაცხადა, რომ ამაზე საუბარი მეუფე გრიგოლს შეუძლია, რადგან წმინდა სინოდის წევრია.

მისივე თქმით, პირადად მას მამა გიორგიმ უწმინდესთან "რაღაც დააბარა" და პატრიარქს დანაბარები გუშინ გადასცა.

"ეს საკითხი მეუფე გრიგოლთან უნდა დააზუსტოთ, რადგან მათ კერძო საუბარი ჰქონდათ. მე მამა გიორგი მოვინახულე. მას პატრიარქთან რაღაცის გადაცემა უნდოდა. ამის შემდეგ მათ ერთად ისაუბრეს. მე რაც დამაბარა პატრიართან, ძალიან პირადულია და ამას ვერ მოვყვები.

პატრიარქი ძალიან განიცდის, ძალიან ნერვიულობს ამ ამბავს. მამა გიორგის ყოველი ამბის გახსენება მასში ემოციას იწვევს. მინდა გითხრათ, რომ პატრიარქი იხსენიებს და განსაკუთრებულად ლოცულობს მისთვის. აი, ეს ნამდვილად მინდა დავადასტურო - იხსენიებს, ლოცულობს და ყოველთვის ამბობს "ღმერთმა დალოცოს!" და თან ისე გულიანად გადასახავს ჯვარს, რომ ამ ამბის მიმართ გულგრილი არ არის. პატრიარქი გულგრილი არაფრის მიმართ არ არის, მაგრამ ეს მისთვის განსაკუთრებულად სენსიტიური თემაა", – განაცხადა მამა კახაბერმა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა კახაბერმა და მეუფე გრიგოლმა მოინახულეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი