ავტორი:

სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი – ახალი თაობის "კამრი" უკვე საქართველოშია

სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი – ახალი თაობის "კამრი" უკვე საქართველოშია

"ახალი თაობის "კამრით" ჩვენ გვსურდა დაგვემყარებინა სულიერი კონტაქტი ადამიანებთან, ამიტომ წარმოვადგინეთ სედანის ახალი კონცეფცია, რომელიც ფლობს უპირატესობას პერფორმანსის და პრაქტიკულობის კუთხით და ამავე დროს, მომხმარებელს ფიზიკურად და სულიერად აგრძნობინებს მართვის გამოცდილებას.

ამ მანქანის განვითარებისას, დასაწყისშივე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მართვის დინამიკას და მანქანის საერთო პერფორმანსს, რისი წყალობითაც "კამრის" მართვის გამოცდილება თვისობრივად სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა."

ასე ახასიათებს 2018 წლის Toyota Camry-ს მასატო კაცუმატა, ახალი "კამრის" მთავარი ინჟინერი, რომელმაც ავტომობილი კავკასიის რეგიონის (საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის) ჟურნალისტებს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე თავად წარუდგინა.

"ბედნიერი ვარ, რომ დღეს საქართველოში ვარ და ახალ "კამრის" წარმოგიდგენთ. ამ ავტომობილმა უპრეცედენტო ცვლილებები განიცადა. მას ერთგული მომხმარებლების დიდი რაოდენობა ჰყავს მთელ მსოფლიოში და მათი არჩევანი ნამდვილად რაციონალურია. "კამრი" სეგმენტის ლიდერია. თუმცა დროის სვლასთან ერთად იცვლება ბაზრის მოთხოვნებიც და ბოლო პერიოდში აქცენტი ემოციურობაზე კეთდება. სწორედ ამიტომ, ახალი "კამრის" მთავარი მიზანიც ემოციური გავლენის მოხდენაა. მე შემიძლია უამრავი გესაუბროთ მასზე. თუმცა ავტომობილის გაცნობის საუკეთესო საშუალება მისი დატესტვაა. ასე რომ, თავად დატესტეთ ახალი "კამრი" და შეიგრძენით ემოციები, რომელსაც ის გთავაზობთ," – ამ სიტყვებით წარუდგინა მასატო კაცუმატამ ახალი "კამრი" ჟურნალისტებს და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ტესტდრაივიც დაიწყო.

პირველ ეტაპზე მე–8 და მე–7 თაობის "კამრი" მოკლე, დაბრკოლებებიან ტრეკზე გამოვცადეთ. მე–7 თაობის მოდელის დატესტვისას ხვდები, რომ სწრაფი მუხრუჭი, ზიგზაგიანი გზა თუ ე.წ. "მწოლიარე პოლიციელი" რთულად გადასალახი ნამდვილად არაა თქვენთვის და თქვენი ავტომობილისთვის, თუმცა ეს ყველაფერი მცირე დისკომფორტს მაინც გიქმნით. ახალ "კამრი"-ში საგრძნობლად გაუმჯობესებულია როგორც მანევრირება, ისე გადაადგილების კომფორტი და სამუხრუჭე სისტემა.

დიდ ტრეკზე კი ახალი 3,5 და 2,5 ლიტრი მოცულობის ძრავიანი "კამრი" ამავე სეგმენტისა და კლასის სხვა ბრენდის ავტომობილებთან ერთად გავტესტეთ. განსხვავება მანქანებს შორის ცალსახაა. "კამრი" – ეს არის მოდელი, რომელიც სიმსუბუქის, სირბილის, პრესტიჟულობის, საიმედოობის, კომფორტის და სიმდიდრის შეგრძნებებს განიჭებთ. გრძელ ტრეკზე 3,5 ლიტრი მოცულობის ძრავიანი "კამრით" მაღალი სიჩქარით სვლისას ხვდები, რას ნიშნავს "სტატუს ავტომობილი" – ფრაზა, რომელიც ავტომობილის წარდგენისას არაერთხელ გაჟღერდა.

მე-8 თაობის "კამრი" პირველი ავტომობილია, რომელიც სრულად ითვალისწინებს ტოიოტას ახალი გლობალური არქიტექტურის (TNGA) დიზაინისა და ინჟინერიის ფილოსოფიას. "ტოიოტასთვის" ეს უკვე მესამე ავტომობილია (Toyota Prius და Toyota CHR), რომელიც TNGA ფილოსოფიით გამოვიდა, რაც ავტომობილში გაზრდილ უსაფრთხოებას, გაუმჯობესებულ დინამიურ მონაცემებს და დახვეწილ პერსონალურ მახასიათებლებს გულისხმობს.

დასაწყისიდანვე, "კამრის" განვითარება ორ მთავარ საფუძველს: პერფორმანსს (მართვის დინამიკა, NVH, QDR და კომპლექტაცია) და ინტელექტუალურ ტექნოლოგიებს (მაღალ ტექნოლოგიური მახასიათებლები, კომფორტი და უსაფრთხოება) ეყრდნობა. ავტომობილი ყველა ასპექტში იქნა ოპტიმიზირებული, ხმის იზოლაციით დაწყებული, დამთავრებული ხელსაწყოთა ახალი პანელით და დაწეული ხუფით, რაც აუმჯობესებს ხილვადობას. ბრენდის ძირითადი ღირებულებების (QDR - ხარისხი, გამძლეობა და სანდოობა) შენარჩუნების პარალელურად, რომლებმაც ასე პოპულარული გახადა ავტომობილი, სრულიად ახალი "კამრი" მძღოლს სთავაზობს ექსტერიერისა და ინტერიერის შთამბეჭდავ დიზაინს, უსაფრთხოებას, ინოვაციურ ტექნოლოგიას და მართვით მიღებული სიამოვნების ახლად აღმოჩენილ საფეხურებს.

მანქანა უფრო დაბალი, განიერი და გრძელია, რაც მის სპორტულობასა და დინამიურობაზე მეტყველებს. დახვეწილი ექსტერიერი სრულ თანხვედრაშია ინტერიერთან. "კამრის" ინტერიერში უწყვეტი ფორმებია გამოყენებული. წინამორბედთან შედარებით 3–ჯერ უფრო გრძელი და უწყვეტი ხაზები ინტერიერში მგზავრს ჰარმონიულობის შეგრძნებას უქმნის. გაუმჯობესებულია ღილაკების განლაგება.

"კამრი" გახდა ყველაზე კომფრტული და ტევადი ავტომობილის სედანის კლასის ავტომობილებში. სალონი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რომელიც გიჩვენებენ მართვისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას და გეხმარებათ, რომ მაქსიმალურად აკონტროლოთ გადაადგილების ყველა დეტალი. 50მმ–ით გაზრდილი საბურავების ბაზის ხარჯზე, გაიზარდა კაბინის მოცულობაც. დადაბლებულია მძღოლის სავარძელიც, თუმცა ამან მხედველობაზე გავლენა არ იქონია. სავარძლები მეტად სპორტულია და ადამიანის სხეულის კომფორტულად ერგება. გამორჩეულია საბარგულის მოცულობაც. მასში თავისუფლად ეტევა 2 ყველაზე დიდი და 2 საშუალო სამგზავრო ჩანთა.

ავტომობილი აღჭურვილია უსაფრთხოების კომპლექტით, რაც მომხმარებლისთვის მშვიდი გადაადგილების გარანტიაა, როგორც ქალაქში, ისე მის გარეთ. საერთო ჯამში მისი უსაფრთხოება 30%–ითაა გაზრდილი და გამძლეობის ყველა ტესტში 5 ვარსკვლავი აქვს მიღებული.

მნიშვნელოვად არის გაუმჯობესებული მართვის ნაწილიც. 3,5 ლიტრი მოცულობის ძრავი სრულიად ახალია და ის 301 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მართვისას ხმის იზოლაცია მაქსიმუმამდეა მიყვანილი.

"ტოიოტა კავკასიის" პროდუქტის და ფასწარმოქმნის სპეციალისტი სანდრო ბერულავა: „ზოგადად, „ტოიოტას“ გაუჩნდა ახალი გამოწვევა, რომ მივიტანოთ და გადავცეთ მომხმარებელს უფრო მეტი ემოციური ღირებულება. შედეგად „კამრის“ მეტი ემოციური პარამეტრი დაემატა. ეს არის ახალგაზრდული, აგრესიული, სპორტული და უბრალოდ კარგი მანქანა. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია მომხმარებელს გადავცეთ მეტი ემოციური ღირებულებები, შევინარჩუნოთ და გავზარდოთ სეგმენტში ლიდერობა და ვიყოთ სეგმენტის შესადარი ავტომობილი. ამჟამად "კამრი" ბაზრის 33%–იან წილს ფლობს. მის პოპულარობას განაპირობებს ისიც, რომ მოდელი ოფიციალურად 12 წელია წარმოდგენილია და ამ პერიოდის განმავლობაში მას საიმედოობისა და პრესტიჟულობის სახელი არ დაუკარგავს. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ახალი მოდელის საშუალებით მისი წილი 40%–მდე გაიზრდება."

"ტოიოტა ცენტრი თეგეტას" კომერციული დირექტორი გიორგი კობახიძე: "საქართველოში "კამრი" მეტად პოპულარულია როგორც საცალო, ისე კორპორაციულ სეგმენტში. მათი წილი არის დაახლოებით 40/60. ახალი მოდელის მოლოდინიც ძალიან დიდია. ამ დროისთვის შეკვეთილი გვაქვს 18 ერთეულამდე და ყველა მათგანი დარეზერვებულია. ვვარაუდობთ, რომ საწყის ეტაპზე ქარხანა სრულ მოწოდებას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ გაყიდვების პროგნოზირება საკმაოდ რთულია.

"„ტოიტა ცენტრი თბილისის" გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო გაგუა: "ბიზნესკლასის სედანებში ახალ "კამრის" კონკურენტი არ ეყოლება. კიდევ უფრო მტკიცე ძარა, მანევრირების მეტი შესაძლებლობა, დიზაინისა დ აუსაფრთხოების გაუმჯობესებული პარამეტრები ნებისმიერ ადამიანს არა მხოლოდ სიამოვნების, არამედ სიამაყის განცდას დაუტივებს. საქართველოში ეს ავტომობილი 6 კომპლექტაციით იქნება წარმოდგენილი, რომელთა ღირებულება 24 200 აშშ დოლარის ექვივალენტიდან 35 400 აშშ დოლარის ექვივალენტამდე იმერყებს (დოლარის ექვივალენტი ლარებში). შესაბამისად, მომხარებელი თავისი ბიუჯეტისა და საჭიროებების შესაბამის მოდელს აირჩევს. ყოველთვიურად 20–მდე ერთეულის გაყიდვას ვვარაუდობთ."საქართველოში "კამრის" ყველაზე პოპულარული ფერი შავია. ახალი მოდელი კი ხელმისაწვდომია რუხ, შავ, ლურჯ, ვერცხლისფერ, თეთრ, წითელ და ბეჟ ფერებში.

ახალი ტოიოტა კამრის შეძენა შესაძლებელია ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან : "ტოიოტა ცენტრ თბილისსა" და "ტოიოტა ცენტრ თეგეტაში".

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის