"მოზაიკაში" დაშავებული ბავშვი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

"მოზაიკაში" დაშავებული ბავშვი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბიზნესცენტრ "მოზაიკაში" დაშავებული ბავშვი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ინგოროყვას კლინიკის" ექიმმა თინათინ იმერლიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პირველი კლასის მოსწავლეს მრავლობთი დაზიანებები აქვს.

"ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება გამომდინარე მისი დაზიანებებიდან. სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, განვითარებულია მრავლობითი დაზიანებები. არის მარჯვენა წარბის ნახეთქი ჭრილობა, მარჯვენა ყვრიმალის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა, ასევე არის ღვიძლის ტრავმული დაზიანება. ამ ეტაპზე საყურადღებოა ღვიძლის ტრავმული დაზიანება, სუბკაფსულარული ჰემატომაა ჩამოყალიბებული და დინამიკაში დაკვირვებას საჭიროებს. ჯერჯერობით, ბოლო მონაცემებით, დინამიკა უცვლელია, ანუ არ მოიმატა ჰემატომამ ზომებში. კიდევ არის დაგეგმილი გამოკვლევა", - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ "მოზაიკაში" გუშინ სკოლის სარვამარტო ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, სადაც პირველკლასელი ბავშვი ბებიასთან ერთად იმყოფებოდა. ახლობელთა განცხადებით, ბავშვი მე-4 და მე-3 სართულის კიბის უჯრედში ჩავარდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი