მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დღეს გახდება ცნობილი. ტექსტის საბოლოო ვერსიას, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი დღის მეორე ნახევარში გაეცნობა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ნიკოლეიშვილმა განუცხადა, დასკვნის ხელმოწერის შემდეგ, მას შემდგომი კვლევისთვის გამოძიება წაიღებს.

"გავეცნობი ტექსტის საბოლოო ვარიანტს და თუ ყველაფერი წესრიგში იქნა, მოვაწერ ხელს, რის შემდეგაც მას გამოძიება წაიღებს. დასკვნაში ყველა ის საკითხი დაფიქსირდება, რაზეც პირველივე ეტაპზე ვისაუბრე, მათ შორის ისიც, რომ შუბლის ნაწილი განადგურებული იყო, რის გამოც სროლის მანძილის დადგენა შეუძლებელი იყო", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი აღნიშნავს, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი, ამის დასადგენად კვლევა აღნიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის შემდეგ უნდა ჩატარდეს.

"მე თავიდანვე ვთქვი, რომ ცოტა შემაღლებულ ბალიშზე ედო თავი სროლის დროს. მისი მდგომარეობა იყო მწოლიარე. თუმცა მისი მდგომარეობის დადგენა უნდა მოხდეს, ამ დასკვნის დადების შემდეგ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებამდე არავითარი სხვა კვლევა არ უნდა ჩატარდეს", - აღნიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ