მინისტრი : ფაროსანა პროტეინის წყაროა და შეუძლიათ ჭამონ ქათმებმაც, ინდაურებმაც

მინისტრი : ფაროსანა პროტეინის წყაროა და შეუძლიათ ჭამონ ქათმებმაც, ინდაურებმაც

აზიური ფაროსანა არის პროტეინის წყარო და ცხადია, შეუძლიათ ჭამონ ქათმებმაც, ინდაურებმაც და სხვა ფრინველებმაც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხება ფაროსანათი კვების შემდეგ შინაური ფრინველების ხორცის ვარგისიანობას.

„თითოეული მავნებლის განადგურება მნიშვნელოვანია ამ პერიოდში, გაზაფხულზე, ვიდრე ის გამოვა და დაიწყებს კვერცხის დადებას. მნიშვნელოვანია თუ შინაური ფრინველები მიირთმევენ მას. ეს არის პროტეინის წყარო და ცხადია, შეუძლიათ ჭამონ ქათმებმაც, ინდაურებმაც და სხვა ფრინველებმაც. რაც შეეხება ამ ფრინველის ხორცის ვარგისიანობას, მის სუნსა და ფერს, ეს არის ინდივიდუალური აღქმის საგანი. ზოგადად, რა საკვებსაც მიირთმევს ესა თუ ის ცხოველი ან ფრინველი, ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს მის ხარისხობრივ თვისებებს ამიტომ, ეს ინდივიდუალურად შესაფასებელია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "აზიური ფაროსანა პროტეინის წყაროა, შეუძლიათ ჭამონ ქათმებმაც, ინდაურებმაც" - სოფლის მეურნეობის მინისტრის 4 ამოცანიანი სამოქმედო გეგმა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები