"სამარცხვინოა ის განცხადება, რაც მან გააკეთა" - მიქაელ ბოტკოველი ლევან ბერძენიშვილს პასუხობს

"სამარცხვინოა ის განცხადება, რაც მან გააკეთა" - მიქაელ ბოტკოველი ლევან ბერძენიშვილს პასუხობს

სამარცხვინო არის ის განცხადება, რაც ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა და არა ის, რომ ჩვენ მოსკოვის საპატრიარქოს მივმართეთ თხოვნით, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.

ბოტკოველი გამოეხმაურა ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „საპატრიარქომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის საპატრიარქოსთვის თხოვნით მიმართვით თავი მოიჭრა“.

“ლევან ბერძენიშვილი კარგი ანტიკური ფილოსოფიის სპეციალისტია, მაგრამ როგორც ჩანს, ეკლესიასთან მიმართებაში, ის ხშირად თავშეუკავებელ განცხადებებს აკეთებს. არც ბატონ ლევანს და არც არავის ვუსურვებ ტატუნაშვილების მდგომარეობაში ყოფნას, მაგრამ როცა საპატრიარქოში გამწარებული დედა და მამა მოდიან, მის უწმინდესობას სთხოვენ გამოიყენოს ყველანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ შვილი გადმოასვენონ, რომ ქრისტიანულად დაიტირონ და დაკრძალონ, ასეთ შემთხვევაში, ქვას ხომ არ მივცემდით ამ ადამიანებს?! ჩვენ უნდა დავპირებოდით, რომ ყველაფერს გავაკეთებდით და სწორედ ეს როლი შევასრულეთ ამ შემთხვევაში. ვთხოვეთ რუსეთის ეკლესიას, მის მეთაურს, რომ ამ საქმეში დახმარება აღმოეჩინა. სამწუხაროდ, ამ დრომდე შესაბამისი რეაგირება არ გვაქვს, თუმცა სიტყვიერად მივიღეთ პასუხი, რომ ისინი ამაში დაგვეხმარებოდნენ. ასეთია ამ წუთისთვის მწარე რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. მე რა თქმა უნდა თავს შევიკავებ უფრო მწვავე განცხადებებისგან, უბრალოდ არაკორექტული და არასწორია ლევან ბერძენიშვილის მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება ეკლესიისადმი. მე არ გამკვირვებია, რადგან ის ხშირად იჩენს ასეთ ინიციატივებს, რაც არის ეკლესიის მიმართ თავდასხმა, მაგრამ ვურჩევდი მას, რომ თავშეკავებულობა გამოიჩინოს, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ასეთ სენსიტიურ თემას, ადამიანის გარდაცვალებას. ამაში ჩვენ ადამიანებს დახმარება ვთხოვეთ. ვფიქრობ, მან ასეთი განცხადება არ უნდა გააკეთოს და დახმარების თხოვნას სამარცხვინო არ უნდა უწოდოს. სამარცხვინო არის ის, რა განცხადებაც მან გააკეთა და არა ის, რომ ჩვენ მოსკოვის საპატრიარქოს თხოვნით მივმართეთ“, - აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ