უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის და გლდანის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება უნივერსიტეტის და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის და არაყიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რამიშვილის და ყიფშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამღებროს ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წინამძღვრიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება რუსთაველის გამზირის №37 მცხოვრებლებსაც. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, მთაწმინდის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის №37 მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ