ძლიერი ქარის შედეგად აღმაშენებლის ხეივანში, შენობის მე-13 და მე-14 სართულებიდან მინები ჩამოვარდა

ძლიერი ქარის შედეგად აღმაშენებლის ხეივანში, შენობის მე-13 და მე-14 სართულებიდან მინები ჩამოვარდა

ძლიერი ქარის შედეგად აღმაშენებლის ხეივანში, შენობის მე-13 და მე-14 სართულებიდან მინები ჩამოვარდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ვიტრაჟების დემონტაჟი განახორციელა და სხვა მინების ჩამოვარდნა თავიდან აიცილა.

დღესვე, დიდ დიღომში, ნესტან-დარეჯანის ქუჩაზე, ძლიერი ქარის შედეგად სახურავიდან თუნუქის ნაჭერი ჩამოვარდა და მანქანას დაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახების მოთხოვნით 250-ზე მეტი ზარი განხორციელდა. მათ შორის, 166 თბილისში, ხოლო 88 რეგიონში. თბილისში, სახანძრო-სამაშველოს გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისნისა და სამგორის რაიონებში.

მოქალაქეები ძირითადად შენობა-ნაგებობების დაზიანების, ხეების წაქცევის, ბილბორდებისა და ელექტრობოძების დაზიანების შესახებ ახორციელებდნენ შეტყობინებებს. აღსანიშნავია, რომ არც ერთი შემთხვევის შედეგად მოქალაქეები არ დაშავებულან.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია