"გავერთიანდეთ 18 წლის მზისფერი ბიჭის გადასარჩენად..." - ავარიაში მძიმედ დაშავებულ ავთო კიკნაველიძეს დახმარება ესაჭიროება

"გავერთიანდეთ 18 წლის მზისფერი ბიჭის გადასარჩენად..." - ავარიაში მძიმედ დაშავებულ ავთო კიკნაველიძეს დახმარება ესაჭიროება

უკვე 3 თვეა, რაც 18 წლის ავთო კიკნაველიძე ავარიის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაშია. რუსთაველზე მომხდარი ავარიის შედეგად, მეექვსე სკოლელ მოზარდს დაუზიანდა ზურგის ტვინი და ყველა კიდური წართმეული აქვს. ის ამჟამად გერმანიის კლინიკაში მკურნალობს, სადაც კოლოსალური თანხები სჭირდება ბიჭის გამოჯანმრთელებას.

ჟურნალისტი ნინია ახვლედიანი ფეისბუქის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას ავთოს დახმარებისკენ მოუწოდებს:

"...დაიღალა. ენერგია აღარ აქვს... წევს და ფიქრობს.. წარმოიდგინეთ, 18 წლის სიცოცხლით სავსე ბიჭი მესამე თვეა თეთრ პალატაში მარტოდმარტო, გაუნძრევლად წევს, უყურებს ერთსა და იმავე წერტილს და ფიქრობს.. არის პერიოდები იბრძვის, თუმცა არის მომენტები როცა აღარ უნდა ეს ტანჯვა და უარს ამბობს, საკვებზეც კი...

საბედისწერო ავარიიდან, რომელმაც ჩემი შვილის, მისი მეგობრების და ჩვენი ყველას ცხოვრება შეცვალა, 3 თვე გადის...

ავთო ახლა გერმანიაშია. 3 კვირაზე მეტი გავიდა, რაც იქაა. საღ გონებაზეა პირველი დღიდან. ტრაქეოსტომიის გამო ლაპარაკი მხოლოდ ჩურჩულით შეუძლია.. ახალ კლინიკაში ჩასვლისას უკეთეს განწყობაზე იყო, იმედიანად. ჩვენც მასთან ერთად. რეალურად ოდნავი უკეთესობაც იყო, ხელებზე მასაჟებიც კი დაუწყეს. მაგრამ ასეთ დროს შესაძლოა ყოველ წამს რაღაც გართულდეს.

ახლა ავთუკა ფილტვების ანთებას ებრძვის. ინფექციების და ანთების გამო რეანიმაციაშია გადაყვანილი. ნევროლოგიის გარდა, თავი იჩინა უამრავმა პრობლემამ. უჭირს ყლაპვა. დაიკლო ძალიან ბევრი... გერმანელ ექიმებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ მინიმუმ 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ გამოიკვეთება რეალური სურათი.

ახლა რეანიმაციაში ავთოსთან დედას დღეში სამჯერ უშვებენ. ავთოს იქ სამწუხაროდ არ ჰყავს თავისი საყვარელი, ყოვლისშემძლე მეგობრები, რომლებიც ამ განსაცდელის დროს მუდმივად ახალისებდნენ და ბრძოლის ძალას მატებდნენ. ისინი ახლა აქედან ცდილობენ ტელეფონით და ვიდეოქოლებით მისცენ ისევ ის ენერგია, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს.

თუკი რამე კანონზომიერება არსებობს ამქვეყნად, ავთუკამ ეს გართულებაც უნდა დაამარცხოს და მალე მეგობრებს დაუბრუნდეს.

ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხებოდა ბოლო დროს ავთოს შესახებ და გადავწყვიტე კიდევ ერთხელ გამეზიარებინა თქვენთვის მისი ახლანდელი მდგომარეობა. დიდი მადლობა ყველას, მართლა უდიდეს თანადგომას ვგრძნობთ!

ჩვენ საყვარელ ბიჭს ისევ სჭირდება ჩვენი თანადგომა. გერმანიის კლინიკაში ჯერ მხოლოდ 2 თვის მკურნალობის თანხა გვაქვს გადახდილი. შედეგისთვის მინიმუმ 6 თვეა საჭირო. მალე დავაანონსებთ ცნობილი ქართველი მხატვრების აუქციონს. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი შეიტანოთ წვლილი ავთოსთვის გამართულ აუქციონში, ნამუშევრებს მე-6 საავტორო სკოლაში ვაგროვებთ.

უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ, გავერთიანდეთ 18 წლის მზისფერი ბიჭის გადასარჩენად. ყველაფერი ვცადოთ, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს და ფეხზე დადგეს, ან თუნდაც ეტლით, ჩვენს გვერდით გააგრძელოს ცხოვრება. ძალიან გთხოვთ, ახლაც გავერთიანდეთ #ავთოსთვის

დახმარების მსურველებს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ანგარიშის ნომრებს:

საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22 ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400

თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22 ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003.

მიმღები - მერაბ კიკნაველიძე. დასახელებაში მიუთითეთ "ავთოსთვის".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს