"ერთი დღეც ვერ შევეგუებოდი, ქეთის მდგომარეობაში რომ აღმოვჩენილიყავი" - როგორია სალომე შარვაძის რეალური ცხოვრება

"ერთი დღეც ვერ შევეგუებოდი, ქეთის მდგომარეობაში რომ აღმოვჩენილიყავი" - როგორია სალომე შარვაძის რეალური ცხოვრება

"ძალიან დამოუკიდებელი და საქმიანი ვარ! შეხვედრებზე დავდივარ, მაქვს ბევრი კონტაქტი და ჩემი ოჯახიც ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება. ასე რომ, სრულიად სხვანაირი ცხოვრება მაქვს! ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, ერთი დღეც ვერ შევეგუებოდი, ქეთის მდგომარეობაში რომ აღმოვჩენილიყავი!" - ამბობს მსახიობი სალომე შარვაძე, რომელიც ქეთის როლს ასრულებს ფილმში "ჩემი ცოლის დაქალები"... იგი ყველა გოგონას ურჩევს, რომ კარგი განათლება მიიღონ და მატერიალურად მყარად დადგნენ ფეხზე...

- თქვენი გმირი ფილმში პატიოსანი და ისეთი ტიპის ქალია, როგორიც მოსწონთ ქართველი მამაკაცების უმრავლესობას... რამდენად მოგწონთ თქვენ?

- ჩემთვის არ არისმისაღები, ასეთ მდგომარეობაში რომ ჩაიგდოს ქალმა თავი! ყველა ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ დამოუკიდებელი იყოს! რა თქმა უნდა, ქეთი სხვადასხვა გარემოების მსხვერპლია და მათ შორის რაღაც დოზით - ძალადობის! მე ძალიან ბევრი ქალი შემხვედრია ასეთ მდგომარეობაში. ასეთი აქტუალური თემა რომ არის, იმიტომაც წერს ჩვენი გენიოსი სცენარისტი ამ ყველაფერს. რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, იმას ასახავს ფილმი. ქეთის ტიპაჟიდან გამომდინარე ვთვლი, რომ არაფრის მსხვერპლი არ უნდა იყოს ადამიანი! შვილის ასეთ გარემოში აღზრდაც არ არის ჯანსაღი.

- რა იწვევს იმას, რომ დღეს ბევრი ქალია ასეთ მდგომარეობაში?- ის, რომ ქალს არ შესწევს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი! ამიტომაც მაქსიმალურად

უნდა ვეცადოთ კარგი განათლება მივიღოთ, ფეხზე მყარად დავდგეთ და ვერავინ შეძლოს, თავის ჭკუაზე გვატაროს! აუცილებელია ფინანსურადაც დამოუკიდებელი იყოს ქალი! როდესაც ვინმეზე ხარ დამოკიდებული, ძალიან ცუდია! შემდეგ ბევრი რამის მოთმენა უწევთ ადამიანებს! როცა შენი თავის იმედი გაქვს, რომ ყველაფერს შეძლებ, თუნდაც მარტომ გაზარდო შვილი, ღირსეულად ცხოვრობ! აღარ გჭირდება ითმინო! ქეთის შემთხვევაში მაინც სხვა რამ ხდება: მგონია, რომ უყვარს თავისი ქმარი და იმიტომ ითმენს ამდენ რამეს...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი