გაიცანით 19 წლის ივ ჯობსი - სტივ ჯობსის მომხიბვლელი შვილი

გაიცანით 19 წლის ივ ჯობსი - სტივ ჯობსის მომხიბვლელი შვილი

კომპანია "ეფლის" თანადამფუძნებლის, სტივ ჯობსის ქალიშვილი დამოუკიდებელი, ძლიერი გოგონაა, რომელიც ცდილობს, წარმატებას მხოლოდ საკუთარი ძალებით მიაღწიოს. CNBC-ს ინფორმაციით, 19 წლის ივი, რომლის ოჯახიც 20 მილიარდი დოლარის მფლობელია, სტენფორდის უნივერსტეტში სწავლობს.

ჯობსის "ინსტაგრამის" ფოტოებზე ჩანს, რომ გოგონა კოლეჯში გატარებული წლებით ძალიან ბედნიერია. თუმცა, გოგონა სოციალურ ქსელებში აქტიურობით არ გამოირჩევა, მამა ყოველთვის ცდილობდა, მის შვილებს კომპიუტერთან და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებთან რაც შეიძლება ნაკლები დრო გაეტარებინათ.

ივი ძალიან კარგი მხედარია და რეგულარულად მონაწილეობს საცხენოსნო შოუებში. მან არაერთი შეჯიბრი მოიგო.

"ცხენოსნობამ მასწავლა დამოუკიდებლობა, საქმისადმი თავდადება და სიჯიუტე, ამ თვისებებს კი ცხოვრების ყველა სფეროში ვიყენებ," - განაცხადა ჯობსმა.

მისმა დედამ, ლორენ პაუელ ჯობსმა ფლორიდაში, ველინგტონში რანჩოს შესაძენად 15.3 მლნ დოლარი გადაიხადა.

ივის მეგობარი ბიჭი ასევე ცხენოსნობით არის გატაცებული - ეუხენიო გარცა პერეზი მაიამის უნივერსიტეტში სწავლობს.

ივი და-ძმებს შორის ყველაზე უმცროსია. მას ჰყავს ძმა - რიდი, 26 წლის, და დები - ერინი (22 წლის) და ლიზა (39 წლის).

სტივ ჯობსი სიმსივნის დიაგნოზით 2011 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს