ვინ შეიძლება მოხვდეს საქართველოდან ივანიშვილის გარდა "ფორბსის" მილიარდერთა სიაში

ვინ შეიძლება მოხვდეს საქართველოდან ივანიშვილის გარდა "ფორბსის" მილიარდერთა სიაში

ფინანსური გამოცემა Forbes-ი 32 წელიწადია, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. წლეულს ამ სიაში რეკორდული რაოდენობის - 2208 მილიარდერი მოხვდა (შარშანდელ რეიტინგში 2043 მილიარდერი იყო). მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები 72 ქვეყანას წარმოადგენენ და მათი ჯამური კაპიტალი 9,1 ტრილიონი დოლარია, შარშანდელზე 18%-ით მეტი. მათ შორის 20 ყველაზე მდიდარი ადამიანის ჯამური ქონება 1,2 ტრილიონ დოლარს აღწევს; ანუ, თვით უმდიდრესთა სიის 1%-ზე ნაკლები ფლობს მსოფლიოს ყველა მილიარდერის საერთო ქონების 13%-ს.

რეიტინგში 585 მილიარდერით აშშ ლიდერობს, ჩინეთი კვლავ მეორეა 373 მილიარდერით. 4-წლიანი პირველობის შემდეგ ბილ გეიტსმა ადგილი დაუთმო "ამაზონის" დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს, რომელიც 1 წელიწადში 39 მილიარდი დოლარით გამდიდრდა და რეიტინგს სათავეში პირველად მოექცა. ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა LVMH-ის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ბერნარ არნო, "ფეისბუკის" დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგის ქონება კი 542 მილიონი დოლარით შემცირდა. "დამარცხებულთა" შორის არის აგრეთვე აშშ-ის 71 წლის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელიც 400 მილიონით გაღარიბდა და "მხოლოდ" 3,1 მილიარდი დოლარი დარჩა.

სიაში 259 ახალი მილიარდერია, ხოლო რეიტინგი დატოვა 121-მა. საქართველოდან რეიტინგში კვლავ მხოლოდ 62 წლის ბიძინა ივანიშვილია 4,6-მილიარდიანი ქონებით (456-ე ადგილი). 2017 წლის რეიტინგში მისი ქონება 4,5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული (367-ე ადგილი).

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია 21 წლის ნორვეგიელი ალექსანდრა ანდერსენი. ის და მისი და კატერინა 1,4-1,4 მილიარდით 1650-ე ადგილს იყოფენ. დებმა ქონება ოჯახის კუთვნილი კომპანია Ferd-ის წილების გადანაწილებით მიიღეს. ალექსანდრა დაზე ერთი წლით უმცროსია და ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის სტატუსიც მას ერგო. მამაკაცებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა ნორვეგიელი 24 წლის გუსტავ მაგნარ ვიტცო (1,9 მილიარდი). გუსტავი ფლობს თევზის მწარმოებელი მსხვილი კომპანია Salmar ASA-ს თითქმის ნახევარს. ყველაზე ასაკოვანი მილიარდერია 99 წლის სინგაპურელი ჩან იუნ ჩანგი (1,9 მილიარდი; 1284-ე). მასზე ორი წლით უმცროსები არიან უძრავი ქონების კანადელი მაგნატი მარსელ ადამსი (1,7 მილიარდი) და ბრაზილიელი ბანკირი ალოიზიო დე ანდრადე ფარია (2,5 მილიარდი). განაგრძეთ კითხვა

წყალი ისევ 18 საათით შეწყდება - რომელ უბნებს შეეზღუდება წყალმომარაგება

უბნები და ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილმა" მუშაობა შეაჩერა