"კლასელებისთვის მიუწერია, მაპატიეთ, მიყვარხართ, მაგრამ უნდა წავიდეო..." - რას ყვება მე-8 სართულიდან გადმომხტარი 16 წლის ბიჭის და

"კლასელებისთვის მიუწერია, მაპატიეთ, მიყვარხართ, მაგრამ უნდა წავიდეო..." - რას ყვება მე-8 სართულიდან გადმომხტარი 16 წლის ბიჭის და

რამდენიმე დღის წინ 16 წლის სანდრო საკუთარი სახლის მე-8 სართულიდან გადმოხტა. მოზარდი მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში მოათავსეს. ბოლო დროს ბიჭს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები შეამჩნიეს. ოჯახის წევრების ვარაუდით, სანდრო სასიკვდილო ინტერნეტთამაშის მორიგი სამიზნე შეიქნა.

დროდადრო თავზარდამცემი ინფორმაციით გვახსენებს თავს სასიკვდილო ინტერნეტთამაში "ლურჯი ვეშაპი". როგორც წესი, მისი მომხმარებლები მოზარდები არიან, რომლებიც ე.წ. ადმინისტრატორისგან იღებენ დავალებებს. ბოლო, 50-ე დავალება თვითმკვლელობაა. "კვირის პალიტრამ" ამ თემაზე ვრცელი სტატია მოამზადა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ჩვენ დავუკავშირდით "ლურჯი ვეშაპის" ბოლო სამიზნის, 16 წლის სანდროს დას, სალომეს:

"ოჯახში სანდრო ჩვეულებრივად იქცეოდა. ერთია, რომ სწავლას მოუკლო, რის გამოც სკოლაში გვიბარებდნენ. თურმე ერთხანს ძველ მეგობრებთან კონტაქტი გაუწყვეტია, უფრო სწორად, სკოლაში კი ეკონტაქტებოდა, მაგრამ აღარ დადიოდა დაბადების დღეებზე, შეკრებაზე, რომლებიც სკოლის შემდეგ იმართებოდა. მეტწილად ონლაინმეგობრებთან ჰქონდა კომუნიკაცია.

სანდროს სოციალური ქსელის პაროლი მოვიპოვე, შევედი მის გვერდზე და ვნახე მიმოწერები, საიდანაც ცხადი ხდება, რომ ძალიან არ უნდოდა ამის გაკეთება, განიცდიდა, მაგრამ მაინც გადახტა, წინააღმდეგ შემთხვევაში უმცროსი ძმის მოკვლით ემუქრებოდნენ. პირველი, რაც გადმოხტომის შემდეგ იკითხა, უმცროსი ძმის ამბავი იყო.

როგორც გავიგე, დავალებას ღამის 04:20 საათზე იძლევიან, 04:22 საათზე კი შეყვარებულისთვის მიუწერია, ძალიან მიჭირს ამის გაკეთებაო. კვირადღეს დეიდამ ხელზე ნაკაწრები შეამჩნია სანდროს. უთქვამს, სკოლაში დამკაწრესო. მეორე დღეს სკოლაში არ გაუშვეს. დღის 14:30-ზე სტუმრები გვყავდა, სწორედ ამ დროს გადახტა სანდრო მერვე სართულიდან. 14:23 საათზე კლასელებისთვის მიუწერია, მაპატიეთ, ძალიან მიყვარხართ, მაგრამ უნდა წავიდეო...

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

უკრაინაში ავარიას ქართველები ემსხვერპლნენ

გუმათში, სადაც "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ, ხმაური იყო - რამ გამოიწვია აქტივისტებისა და პოლიციის დაპირისპირება

ფინანსთა სამინისტრო თანამშრომელი, არჩილ ჩაჩანიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა