თუ მართვის მოწმობა 2006 წლის 1-ელ აპრილამდე აიღეთ, გაეცანით შსს-ს მომსახურების სააგენტოს გაფრთხილებას

თუ მართვის მოწმობა 2006 წლის 1-ელ აპრილამდე აიღეთ, გაეცანით შსს-ს მომსახურების სააგენტოს გაფრთხილებას

შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო მძღოლებს მიმართავს და განმარტავს, რომ საქართველოში 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1-ელ აპრილამდე შეუნარჩუნდებათ.

როგორც სააგენტო იუწყება, მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი - 35 ლარი.

იმ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლის 1-ელ აპრილამდე, თუმცა შეცვლილია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და არ არის საჭირო მათი გამოცვლა.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 1-ელ აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვა შეეძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2014 წლის 1-ელი მარტიდან. ცვლილების ამოქმედებისთანავე მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობების შეცვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ