მსახიობი გიორგი მახარაძე ქიმიოთერაპიის შემდეგ თურქეთში გაემგზავრა

მსახიობი გიორგი მახარაძე ქიმიოთერაპიის შემდეგ თურქეთში გაემგზავრა

მსახიობი გიორგი მახარაძე დღეს დილით თურქეთში გაემგზავრა. მსახიობი თურქეთის კლინიკაში დედასთან, თეო ჩივაძესთან ერთად წავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ მსახიობის დეიდაშვილი, რეჟისორი მარიკა ქაცარავა ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, გიორგი მახარაძემ თბილისში ქიმიოთერაპიის ორი კურსი ჩაიტარა და ახლა თურქი ექიმების მოთხოვნის შესაბამისად, ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ, ისევ გაემგზავრა კლინიკაში.

თურქი ექიმები მსახიობის ამჟამინდელ მდგომარეობას გაეცნობიან და მკურნალობის შემდეგ ეტაპს დაგეგმავენ.

მარიკა ქაცარავას პოსტის კომენტარებში, გიორგის მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ და ამხნევებენ.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს