როგორ იტაცებენ "უპატრონო" საფლავებს - რა სქემა მოქმედებს თბილისის სასაფლაოებზე

როგორ იტაცებენ "უპატრონო" საფლავებს - რა სქემა მოქმედებს თბილისის სასაფლაოებზე

ისტორიკოსი ბუბა კუდავა თბილისში ბოლო წლებში დამკვიდრებულ შემაშფოთებელ ტენდენციაზე წერს, რომელიც ძველი საფლავების მიტაცების სქემას უკავშირდება. აი, რას წერს კუდავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

"თბილისის ძველ სასაფლაოებზე ყოველწლიურად უამრავი საფლავი ნადგურდება. ეტაპები ასეთია: წლების განმავლობაში აკვირდებიან და ირჩევენ საფლავს, რომელსაც უკვე კარგა ხანია არავინ აკითხავს და არავინ უვლის. შემდეგ განზრახ აზიანებენ სურათს, წარწერას, ქვას, ღობეს... თუ საფლავს კვლავ არ მოაკითხეს და რეაქციაც არავის ჰქონდა, დაზიანების მასშტაბები უფრო და უფრო იზრდება. შემდეგ მთელი საფლავის ტერიტორიაზე ნაგავს ყრიან და ასე ტოვებენ გარკვეული დროის მანძილზე. შემდეგ ღობეს ურღვევენ და საფლავის ქვასაც ანადგურებენ. აი, კიდევ თუ არავინ გააპროტესტა, საფლავის გაყიდვის დროც დგება...

ეს ყველაფერი დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, დიდ და ცნობილ სასაფლაოებზე, წლებისა და ათწლეულების მანძილზე... გამოსავალი ალბათ ისაა, რომ ასეთ „უპატრონო“ საფლავებზე გარკვეული რეგულაციები არსებობდეს და საფლავის ხელმეორედ გამოყენება ასეთი ვანდალური გზით კი არ ხდებოდეს, არამედ ლეგალურად, სათანადო პროცედურებით, დასკვნებით, „ხანდაზმულობის ვადების“ დაცვით, დოკუმენტირებით... მორალური მხარის გარდა საკითხი კულტურული მემკვიდრეობის კუთხითაცაა საყურადღებო: ასეთ საფლავთა დიდი ნაწილი ეპოქის დამახასიათებელი ძალიან საინტერესო ნიმუშებია, არცთუ იშვიათად კი სრულიად განსაკუთრებული ძეგლებია, თუგინდ ისტორიული, თუგინდ კულტურული თვალსაზრისით.

მავანი იფიქრებს, რა დროს საფლავები და საფლავის ქვებიაო... ვინ მოთვლის, ჩვენმა ამ „რა დროს ესაა“-მ რამდენი რამ გაუყენა მოუსავლეთში. ეს საფლავი 5 წლის წინ გადავიღე, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე. დაასრულეს ნეტავ თავისი „ბიზნეს-პროექტი“ საფლავთმაოხრებმა?..." - წერს კუდავა სოციალურ ქსელში და მის მიერ 2013 წელს გადაღებულ ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, როგორაა დაზიანებული გარდაცვლილების ფოტოები საფლავის ქვაზე.

პოსტის კომენტარებში ფეისბუქ-მომხმარებლები მსგავს ისტორიებს წერენ. "კუკიაზე, ჩემი დიდი ბებიის გვერდით, არის რამდენიმე ძველი საფლავი. ერთ-ერთი საფლავი ზუსტად ასე გასანადგურებლად გაწირეს: ნაგავი დააყარეს, ღობე გაიტაცეს... ეს რომ ვნახეთ, ჩვენ გავწმინდეთ ის საფლავი და ახლაც ყოველთვის, იქ რომ ავდივართ, იმ საფლავზეც ვტოვებთ ყვავილებს. ჯერჯერობით არავინ ერჩის. რამდენი ასეთი საფლავი დაიკარგა, ღმერთმა უწყის..." - წერ ერთ-ერთი მომხმარებელი.

კიდევ ერთი კომენტარის ავტორი თეოდორე ფარნაშვილი კი წერს: " ერთხელ მახსოვს, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე გაყიდულ საფლავს პატრონი გამოუჩნდა და უნდა გენახათ იქ რა ხდებოდა. ციხეში იჯდა კაცი და დედის საფლავი გაუყიდეს..."

"მაფიაა ნამდვილი. ის "დამლაგებლებიც" თავად აყრიან ნაგავს, რომ პატრონი როც აგამოჩნდება, გატანა დაავალოს და ფული გადაუხადოს. რაც მეტია ნაგვის გროვა, შესაბამისად, "სტავკაც" მეტი აქვთ გატანაზე. კუკიაზე ვიჩხუბე მაგის გამო ერთი კვირის წინ. აფხაზეთში დაღუპულების საფლავების უკან კედელია, სადაც ნაგვი მიმალვა შეიძლება და აი ამ საფლავებს რომ დაალაგებენ, იმ კედლის უკან ყრიან თავიანთი მკვდრების ნაგავს. ეს ადამიანობაა??" - წერს კიდევ ერთი მომხმარებელი პოსტის კომენტარში.

"მშვიდად არ მიძინია, რადგან მარიამი დღე და ღამე იბრძოდა და გასული იყო სახლიდან" - ლევან ხურცია მალხაზ მაჩალიკაშვილს მიმართავს

"ნაციონალებმა" კონცერტი ჩამიშალეს... არ მჯერა რომ ეს მე გადამხდა" - რატომ ჩამოვიდა იტალიიდან გულდაწყვეტილი თემურ თათარაშვილი

"23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ..." - რა ოცნება აისრულა მაია ასათიანმა და რატომ წავიდა კუნძულ ბალიზე მარტო