ლევან ქუტაშვილის დედა - "ტატუნაშვილს რა შეემთხვა მათ არ იციან"

ლევან ქუტაშვილის დედა - "ტატუნაშვილს რა შეემთხვა მათ არ იციან"

არჩილ ტატუნაშვილს რა შეემთხვა მასთან ერთად დაკავებულებმა არ იციან, რადგან ყველანი ცალ-ცალკე ჰყავდათ, - ამის შესახებ ლევან ქუტაშვილის დედამ მედეა ილურიძემ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.

მედეა ილურიძის თქმით, ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნიათ.

„წუხელ საღამოს დაბრუნდნენ. მათ მისცეს საშვები ე.წ. „პროპუსკი“ და უპრობლემოდ გამოვიდნენ. ყველანაირი შეფერხების გარეშე გამოვიდნენ. ჯანმრთელად არიან. არანაირ ფიზიკურ ზეწოლას არ განიცდიდნენ. ტატუნაშვილს რა შეემთხვა მათ არ იციან. ყველანი ცალ-ცალკე ჰყავდათ და არ აქვთ ინფორმაცია“, - განაცხადა ლევან ქუტაშვილის დედამ მედეა ილურიძემ.

ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ტერიტორია გუშინ დატოვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ დაბრუნდნენ, ამ წუთებში სამედიცინო ექსპერტიზა უტარდებათ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ