ექსკლუზიური წიგნები, რომელსაც მხოლოდ მაკულატურის სანაცვლოდ მიიღებთ - დაიწყეთ გარემოზე ზრუნვა!

ექსკლუზიური წიგნები, რომელსაც მხოლოდ მაკულატურის სანაცვლოდ მიიღებთ - დაიწყეთ გარემოზე ზრუნვა!

წიგნები მაკულატურის სანაცვლოდ - ეს გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პროექტი "მაკულიტერატურაა", რომელიც ამჯერად საზოგადოებას განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ერიხ მარია რემარკის რომანი "აჩრდილების სამოთხე", რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა და მისი გამოცემის ექსკლუზიური უფლება აღნიშნულ გამომცემლობას აქვს, მხოლოდ მაკულატურაზე იცვლება. საწყის ეტაპზე ის წიგნის მაღაზიებში არ გაიყიდება. ანალოგიურად, მხოლოდ მაკულატურაზე გაიცვლება რემარკის კიდევ ერთი რომანი "დაბრუნება".

გრანდიოზული აქცია 15 მარტიდან დაიწყო. წიგნის მიღება თბილისში, ქუთაისსა და რუსთავშია შესაძლებელი.

"დიდი ხანია, რაც მკითხველები ერიხ მარია რემარკის აღნიშნულ ორ რომანს განსაკუთრებულად ელიან. ჩვენი გამომცემლობა მასზე დაკისრებულ დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას კარგად აცნობიერებს და სწორედ ამიტომ არ შეგვაქვს ისინი მაღაზიებში. ჩვენი მხრიდან, ეს არის გარემოზე ზრუნვის მცდელობა და ამავდროულად, გარკვეული მოწოდება, რომ ჩვენი მკითხველიც მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს. მონდომების შემთხვევაში ჩვენ ბევრი ხის გადარჩენა შეგვიძლია," - განმარტავს გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მეტრეველი.

ორივე წიგნის პირველი ტირაჟი სრულად მაკულატურაზე გაიცვლება. კერძოდ, "აჩრდილები სამოთხეში" 25 კილოგრამ მაკულატურაზე იცვლება. "დაბრუნებას" კი 15 კილოგრამი მაკულატურის სანაცვლოდ მიიღებთ.

"უკვე ხუთი წელია, მწვანე საფრის გადარჩენა "პალიტრა მედია ჰოლდინგის" ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა და პროექტი "მაკულიტერატურა" სწორედ ამ მიზნით დაიწყო. ეს არის პროექტი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით სასარგებლო საქმეს ემსახურება - შეგიძლიათ, უსარგებლო ქაღალდი მაკულატურაში ჩააბაროთ, გადაარჩინოთ გარემო და განაახლოთ საკუთარი ბიბლიოთეკა. პროექტი პირადი ბიბლიოთეკის შევსებაში მრავალ ოჯახს დაეხმარა," - დასძინა ნათია მეტრეველმა.

რემარკის ორი რომანის გარდა, მაკულატურის სანაცვლოდ სხვა უამრავი წიგნის მიღებაც შეგიძლიათ. ვებგვერდზე www.makuliteratura.ge სრულადაა წარმოდგენილი უახლესი ლიტერატურა, გამომცემლობის ბესტსელერები და ყველაზე წარმატებული პროექტები. მაკულატურის ჩაბარების მინიმალური წონა 2 კილოგრამია.

აქცია მოქმედებს:

9:00 - დან 19:00 საათამდე.

თბილისი : წერეთლის 116 - დიდუბე პლაზას ტერიტორია

ქუთაისი : სულხან-საბას 2 / გაგუნავას 5

რუსთავი : მე-16 მკრ. მე-7 კორ. ტერიტორია

ტელ: 5 99 88 82 26

გახსოვდეთ, ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს. შედეგად, 26 კუბური მეტრი წყალი და 2,3 კვ/მ მიწა დაიზოგება.

ქართული ინტერაქციული წიგნი "ფენიქსი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია – აირჩიე ისტორიის შენეული გაგრძელება

უპრეცედენტო აქცია "მაკულიტერატურის" მომხმარებლებისათვის დაიწყო

ჩვენში ჩასახულ სიყვარულს, თანაგრძნობას, სიკეთეს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია... მთელი სამყაროს შეცვლა... ოღონდ გვიყვარდეს, გვჯეროდეს...