გაფრთხილება "ფეისბუქის" ყველა მომხმარებელს - შესაძლოა, ჰაკერების მსხვერპლი გახდეთ

გაფრთხილება "ფეისბუქის" ყველა მომხმარებელს - შესაძლოა, ჰაკერების მსხვერპლი გახდეთ

"ფეისბუქის" მესინჯერის მომხმარებლები ფრთხილად უნდა იყვნენ, ჰაკერების მსხვერპლი რომ არ გახდნენ.

იმის გამო, რომ მესინჯერის ხმარება "ფეისბუქის" პროფილის ქონის გარეშეც არის შესაძლებელი, კიბერდამნაშავეები მესინჯერში ქმნიან ყალბ ანგარიშებს, რეალური ადამიანების სახელებითა და გვარებით. მათი დარეპორტება კი შეუძლებელია.

"ფეისბუქის" გუნდში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობენ.

გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც "ფეისბუქის" მომხმარებლებს კიბერდამნაშავეები მათი მეგობრების სახელითა და გვარით შექმნილი მესინჯერის ანგარიშით წერდნენ და თანხას სთხოვდნენ.

"ეს ჩვენი წესების საწინააღმდეგოა და ვმუშაობთ, რომ პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ," -განაცხადა „ფეისბუქის“ წარმომადგენელმა მედიასთან.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ