არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამო ნანი ბრეგვაძემ შესაძლოა მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი გააუქმოს

არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამო ნანი ბრეგვაძემ შესაძლოა მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი გააუქმოს

მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ შესაძლოა მოსკოვში, 28 მარტს დაგეგმილი კონცერტი გააუქმოს. როგორც მომღერლის შვილი ეკა მამალაძე აცხადებს, ჯერჯერობით კონცერტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „არ ვიცით, ვერაფერს გპასუხობთ. შესაძლოა გადაიდოს“, - განაცხადა ეკა მამალაძემ.

კითხვაზე: იქნება თუ არა ეს ეკა მამალაძისა და ნანი ბრეგვაძის პროტესტი რუსეთის მიმართ, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რადგან ამ დრომდე ვერ მოხერხდა მისი ცხედრის გადმოსვენება, მამალაძე პასუხობს: „ალბათ, ასე იქნება“.

„ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. არ ვიცით რა ვქნათ. ჩვენც ვფიქრობთ“, - განაცხადა ეკა მამალაძემ ტელეკომპანია "იბერიასთან" საუბრისას. 28 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტია დაგეგმილი.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს