ქართველი მოდელი, რომელსაც საკუთარ ქორწილში შავი კაბის ჩაცმა სურს

ქართველი მოდელი, რომელსაც საკუთარ ქორწილში შავი კაბის ჩაცმა სურს

შავი საქორწინო კაბა და "ქალბატონი დედა" მოდელი ნინი გრძელიშვილი გამოგვიტყდა, რომ ქორწილები სძულს. თუკი მისთვის ქორწილის გადახდა გარდაუვალი იქნება, სურს, შავი კაბა ჩაიცვას... როგორ ბიჭს მიიჩნევს სასურველ სასიძოდ და საკუთარ თავს სასურველ საპატარძლოდ მიიჩნევს თუ არა, ამ და სხვა პირად საკითხებზე მოდელი თავად გვესაუბრა...

- ცოტათი სერიოზული (ზოგჯერ - ზედმეტადაც) ვარ. ბანალურობაში გადასული რომანტიკოსი არ გახლავართ. ალბათ, ზომიერად ყველა თვისება მახასიათებს. თან, ზოდიაქოს ნიშნით სასწორი ვარ და განწყობა ძალიან ხშირად მეცვლება. მერყევი ხასიათი მაქვს: შეიძლება, დღის პირველ ნახევარში კარგი განწყობა მქონდეს, მეორეში - პირიქით. ცოტათი გაუგებარი რაღაცები მახასიათებს.

- ყურადღებას თუ აქცევ, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშაა დაბადებული ბიჭი, რომელსაც მოსწონხარ?

- სიმართლე გითხრა, ადრე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა ახლახან ასტოლოგიის სფეროსთან შეხება მომიხდა და ყურადღების მიქცევა დავიწყე. წინათ, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად განწყობილი ვიყავი - ჰოროსკოპების ნაკლებად მჯეროდა.

- როგორ ფიქრობ, დღეს როგორ ბიჭზე ამბობენ, სასურველი სასიძოაო?

- ალბათ, პირველ რიგში, გარეგნობას აქცევენ ყურადღებას, შემდეგ - სტატუსს, მატერიალურ შესაძლებლობას... "სასურველი სასიძოს" ფენომენი ჩემთვის ცოტათი სასაცილოა, მაგრამ ალბათ, ხალხი ამ ნიშნების მიხედვით არჩევს. ზოგჯერ მეცინება კიდეც, ისეთი ვიღაცები დგებიან სასურველი სასიძოების რიგში.

- პირადად შენთვის, სასურველი მამაკაცი როგორია?

- რამდენჯერაც მითქვამს, როგორი ტიპის ბიჭი მომწონს, იმდენჯერ სრული ანტიპოდი მომწონებია, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემ. ერთადერთი, განათლებული უნდა იყოს. არ ვგულისხმობ, რომ აუცილებლად დისერტაცია ჰქონდეს დაცული, მაგრამ საინტერესო უნდა იყოს, საუბარი შეეძლოს.

- მერამდენე პაემნის შემდეგ შეიძლება, ბიჭმა სიყვარული აგიხსნას, რომ მისი ნათქვამი არასერიოზულად არ მიიჩნიო?

- ალბათ, უფრო ჩემშია პრობლემა, რადგან თუნდაც 1 წლის შემდეგ ამიხსნას სიყვარული, ამ საკითხს მაინც არასერიოზულად ვუყურებ - მაინც მებანალურება და ნაკლებად მჯერა. სიყვარულზე სხვანაირი წარმოდგენა მაქვს. ზოგისთვის ხომ ურთიერთობა, სამომავლო გეგმების დასახვა ამ სიტყვით - "მიყვარხარ" იწყება? ჩემთვის ყოველთვის პირიქითაა: ადამიანი "მიყვარხარს" რომ მეუბნება, უკვე მის ჩამოშორებას ვიწყებ. შეიძლება, პასუხისმგებლობების, სერიოზული ურთიერთობების მეშინია. ამ ეტაპზე ასე ვარ... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ