თურქი მილიონერის შვილის საბედისწერო წვეულება დუბაიში - თვითმფრინავის ჩამოვარდნას 11 ადამიანი ემსხვერპლა

თურქი მილიონერის შვილის საბედისწერო წვეულება დუბაიში - თვითმფრინავის ჩამოვარდნას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის ტერიტორიაზე კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა. "ინდეფენდენთის" ინფორმაციით, ბორტზე მყოფი თერთმეტივე ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 8 მგზავრი, სამი კი - ეკიპაჟის წევრი იყო.

გარდაცვლილებს შორის არის თურქი ბიზნესმენის, ჰუსეინ ბასარანის შვილი მინა ბასარანი, რომელიც მეგობრებთან ერთად დუბაიდან ბრუნდებოდა, სადაც ქორწინების წინა წვეულება გამართა.

თვითმფრინავი სტამბოლის მიმართულებით მიფრინავდა, როდესაც ირანში კატასტროფა განიცადა.

მომხდარის მიზეზი უცნობია. მფრინავმა ჩამოვარდნამდე მოითხოვა სიმაღლე შეემცირებინა, რადგან ტექნიკური პრობლემები შეექმნა.

28 წლის ბასარანი დუბაიში მეგობრებთან ერთად გასულ კვირას ჩაფრინდა. გაერთიანებულ საემიროებში გადაღებულ ფოტოებს "ინსტაგრამზე" რეგულარულად აზიარებდა. ბოლო ფოტო, რომელიც მან ატვირთა, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, სასტუმროშია გადაღებული.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ