პოლიციის თანამშრომელი ნარკოტიკის გასაღების ბრალდებით დააკავეს - შსს-ს განცხადება

პოლიციის თანამშრომელი ნარკოტიკის გასაღების ბრალდებით დააკავეს - შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომელი ნარკოტიკის გასაღების ბრალდებით დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბ.ა., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ა.-მ ერთ-ერთ მოქალაქეს უკანონოდ მიჰყიდა “ტეტრაჰიდროკანაბინოლის” შემცველი ნარკოტიkული საშუალება.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს