შვედეთის შს მინისტრი - მოვითხოვ დანაშაულისთვის გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას

შვედეთის შს მინისტრი - მოვითხოვ დანაშაულისთვის გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს სტოკჰოლმში შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრ მორგან იუჰანსონს შეხვდება. ამის შესახებ Sveriges Radio წერს.

შვედური მედიის ინფორმაციით, იუჰანსონი მოითხოვს გახარიასგან, რომ საქართველომ შვედეთში სხვადასხვა დანაშაულისთვის გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადაყვანა უზრუნველყოს.

„ამ მოქალაქეებს შვედეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ და კანონის მიხედვით, მათი საქართველოში დაბრუნება შეიძლება. არსებობს მეორე მიზეზიც, - ჩვენ შვედეთში ციხეები საკუთარი დამნაშავეებისთვის გვჭირდება“, - განაცხადა მორგან იუჰანსონმა.

პოლიციის ინფორმაციით, შვედეთში მომხდარი ქურდობის ფაქტების თითქმის 50% უცხოელების მიერ არის ჩადენილი, უცხოელ დამნაშავეებს შორის კი საქართველოს, რუმინეთის, ლიტვისა და პოლონეთის მოქალაქეები სჭარბობენ.

ქურდობის გარდა, მანქანების გატაცებებისა და მოხუცებულების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების უკან უმეტეს შემთხვევებში ასევე უცხოელები დგანან.

„საერთაშორისო სამართლის თანახმად, შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები საქართველომ სამშობლოში უნდა დააბრუნოს, თუმცა ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს არ მომხდარა“, - აღნიშნავს მორგან იუჰანსონი.

მისი თქმით, ქართული მხარე ამის რამდენიმე მიზეზს, მათ შორის ციხეებში თავისუფალი ადგილების არარსებობას ასახელებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები