როგორ გაგრძელდა თბილისში "მორბენალი ჰაჩიკოს" ისტორია...

როგორ გაგრძელდა თბილისში "მორბენალი ჰაჩიკოს" ისტორია...

ინტერნეტმომხმარებლები უკვე კარგად იცნობენ თბილისში “მორბენალ ჰაჩიკოს”, რომელიც N54 ავტობუსს დასდევდა. მას შემდეგ, რაც ისტორია სოციალურ ქსელში გავრცელდა და მთელმა ქვეყანამ შეიტყო ძაღლის ამბავი, რომელიც დიდი დიღმიდან მაღლივ კორპუსამდე აცილებდა მძღოლს მადლიერების ნიშნად, ბევრმა ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი.

ერთგული ცხოველის ბედზე თეკლა კალანდაძემ და რამდენიმე ცხოველთა მოყვარულმა იზრუნა. მათ ამ საოცარ ძაღლს საუკეთესოთა შორის საუკეთესო პატრონი შეურჩიეს.

გუშინ საღამოს “მორბენალი ჰაჩიკო” დაემშვიდობა ავტობუსის მძღოლებს, რომელთაც ძალიან უყვართ ეს არსება და თუ აქამდე ის საშიშ გზებს გადაურჩა, მხოლოდ მათი წყალობით მოხდა! N54 ავტობუსის მძღოლებმა ეს ძაღლი ახალ სახლში გააცილეს!...

“მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, იმისთვის, რომ ამ ამბის ბოლო კეთილია... მინდა გამცნოთ და გახაროთ ჩვენი თავგადასავლების მოყვარული, უერთგულესი არსების ოჯახური ცხოვრების ბედნიერი დასაწყისი და დასასრული მისი გიჟმაჟი თარეშისა, რომელიც რამდენადაც ამაღელვებელი იყო საცქერად, იმდენად დამღუპველიც მისთვის. საშინლად დასწყდათ გული მძღოლებს, თუმცა კარგად ესმოდათ, რომ მისი უსაფრთხოებისთვის ასე უკეთესია..." - წერს თეკლა კალანდაძე ფეისბუქის გვერდზე.

"მორბენალ ჰაჩიკოს" ახლა “ნოა” ქვია წაიკითხეთ ვრცლად ისტორია და ნახეთ ვიდეო

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს