ზუგდიდში დაჭრილი სამი პირიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა - ჰოსპიტალის დირექტორის კომენტარი

ზუგდიდში დაჭრილი სამი პირიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა - ჰოსპიტალის დირექტორის კომენტარი

ზუგდიდში დაჭრილი სამი პირიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო დანარჩენი ორის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჰოსპიტალის დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ განუცხადა. "ერთ მათგანს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მას ჩაუტარდა ოპერაცია და გადაყვანილია რეანიმაციაში, ის მართვით სუნთქვაზეა. რაც შეეხება დანარჩენ ორს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ერთს ჭრილობა ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული, მეორეს კი ზურგის არეში", - განაცხადა ნიკა ჭეჟიამ.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდლობის მუხლით დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.არსებული ინფორმაციით, ინცინდენტი ე.წ. ქურდულ გარჩევას უკავშირდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ