გვაქვს მზარდი სტატისტიკა, როცა მოქალაქეები შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცავებს - შს მინისტრის მოადგილე

გვაქვს მზარდი სტატისტიკა, როცა მოქალაქეები შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცავებს - შს მინისტრის მოადგილე

სამართალდამცავის შეურაცხყოფა არათუ 1000 ლარიდან 4 ათას ლარამდე ჯარიმით, არამედ 10 ათასი ლარითაც კი უნდა ისჯებოდეს, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვერიშვილმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები წარადგინა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დღეს კრიტიკის საგანი იყო კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომლითაც იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე და მათთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე. ამგვარი ქმედება 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. ასევე ძალაში რჩება 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობის შეფარდების ნორმა.

“საუბარია იმ ადამიანების შეურაცხმყოფლების, მაგინებლების, წინააღმდეგობის გამწევების მიმართ ჯარიმის გაზრდაზე, რომლებიც ამ დარბაზში მსხდომი ადამიანების უსაფრთხოებას ყოველდღიურად - დღისით და ღამით იცავენ. პირადად მე ამ თემაზე საუბარი მეუხერხულება. საუბარია ჯარიმის გაზრდაზე იმ პირობებში, როდესაც გვაქვს მზარდი სტატისტიკა, როცა ნასვამ მდგომარეობაში, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კანონის არამორჩილი მოქალაქეები თითქმის ყოველდღიურად შეურაცხყოფას აყენებენ, აგინებენ სამართლდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. თქვენ ახლა აქ მესაუბრებით იმაზე, რომ ვარღვევთ რაღაც საერთაშორისო პრინციპებს, ვეწინააღმდეგებით საკონტიტუციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, შემოგვაქვს არაკონსტიტუციური ნორმები, როდესაც ვზრდით ჯარიმის ოდენობას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ემორჩილებიან პოლიციელების განა უკანონო მოთხოვნას - არ ემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. საუბარია კანონიერ მოთხოვნაზე!“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით განიხილეს. ამავე ცვლილებებით, წვრილმანი ხულიგნობისთვის განისაზღვრება ჯარიმა 500 ლარიდან 1 000 ლარამდე, ნაცვლად დღეს არსებული 100 ლარისა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ