საქართველოში აიტი სპეციალისტების გადამზადება იწყება - ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი ფუნქციონირებას იწყებს

საქართველოში აიტი სპეციალისტების გადამზადება იწყება - ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი ფუნქციონირებას იწყებს

საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების გადამზადებისა და დასაქმების პირველი ეტაპი, რომელიც ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის ფარგლებში ხორციელდება, დაიწყო. სასწავლო ცენტრი, რომელიც საქართველო-ისრაელის თანამშრომლობის ფარგლებში იქმნება, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიხსნება.

პლატფორმა, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების 6 თვიან ინტენსიურ გადამზადებას და მათ შემდგომ დასაქმებას უზრუნველყოფს, სტარტს 2018 წლის აპრილში აიღებს. ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის მენეჯერის ზურაბ პერტაიას განმარტებით პროექტის პირველ ეტაპზე შერჩეული იქნება 30 აპლიკანტი, რომელთა გადამზადებისთვის გამოიყოფა 100%-იანი გრანტი.

"მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგვიგზავნონ აპლიკაციები ჩვენს ვებგვერდზე - www.techhub.ge. რაც შეეხება მოთხოვნებს, პრიორიტეტი მიენიჭება მოტივაციას, ასევე გამოცდილებას, მათემატიკური ან ლოგიკური აზროვნების უნარებს. ამასთან, აუცილებელია ინგლისური ენის იმ დონეზე ცოდნა, რაც საჭიროა კომუნიკაციისთვის, რადგან პროექტის მონაწილეები ჩაერთვებიან საერთაშორისო პროექტებში", - განმარტა პერტაიამ.

პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის განმარტებით, ტექნოლოგიური ჰაბის ეს წამოწყება დიდი გეგმების მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

„ისარელის ტექნოლოგიურმა ჰაბმა აპლიკაციების მიღება გამოცხადა და ეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. მონაწილეების რეგისტრაცია მარტის ბოლომდე გაგრძელდება. დაინტერესება მაღალია. ეს არის შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდები გადამზადდნენ და საერთაშორისო პროექტებში დასაქმდნენ. ზოგადად, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. ეს სფერო მზარდია და საკმაოდ მაღალანაზღაურებადია. ამ პროექტით, ჩვენ ახლაგაზრდებში უმუშევრობის შემცირებაშ შევძლებთ. ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა კომპონენტი გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწიოთ და დარწმუნებულ ვარ, რომ ისრაეულის ტექნოლოგიური ჰაბის ეს წამოწყება მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება,” - განაცხადა მეზურნიშვილმა.

პროექტი ისრაელის მხარის სრული დაფინანსებით ხორციელდება და ამისთვის განვითარების მრავალმინიონიანი ფონდი გამოიყოფა. პროცესში ისრაელის საუკეთესო სპეციალისტები არიან ჩართული.

საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში მენი ბენიში აცხადებს,რ ომ მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

„"ტექნოლოგიებში ყველაზე მთავარი ცოდნაა. ისრაელის გამოცდილება და ცოდნა ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მთავარია დაფინანსება. აღნიშნულ პროექტს სწორედ მე და დეპუტატი ილია წულაია ვაფინანსებთ. ჩვენი გვსურს, რომ საქართველოში ეს სფერო განვითარდეს. აქ ბევრი ბრილიანტია - ბევრი ახალგაზრდაა, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მიიღონ ცოდნა და შემდეგ უკვე დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სამსახურში. ამ სფეროში ხელფასი საკმაოდ მაღალია", - განაცხადა მენი ბენიშმა.

აპლიკანტების გადამზადება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე მოხდება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, უნივერსიტეტი წელსვე რამდენიმე საერთაშორისო პროექტის დაწყებას გეგმავს.

"პროექტს ანალოგი არ ჰქონია. ეს არის უნიკალური დახმარება ჩვენი მეგობარის, პარტნიორის - ისრაელის მხრიდან. პროექტის მონაწილეებს, გადამზადებასთან ერთად, საერთაშორისო პროექტებში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. პროექტის ბოლოს ყველა მონაწილე საერთაშორისო პროექტებში დასაქმდებიან. ეს ყველაფერი კი ისრაელის მხარის სრული დაფინანსებით განხორციელდება. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა ვებგვერდის, "ფესიბუქის", ტელეფონის საშუალებით დაგვიკავშირდნენ და მიიღონ მეტი ინფორმაცია," - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

სწავლა აპრილის ბოლოს დაიწყება. კურსი ინტენსიურია და 500 საათს მოიცავს. ის დაახლოებით7 თვე გაგრძელდება. განაცხადის შესავსებად მიყევით ბმულს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ