ზუგდიდში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია

ზუგდიდში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია

შსს-მ ზუგდიდში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1985 წელს დაბადებული გ.ა. ფოთში დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1985 წელს დაბადებული გ.ა. ფოთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: 3 ადამიანის დაჭრის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 მარტს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი პირი: 1989 წელს დაბადებული ი.გ. 1990 წელს დაბადებული ბ.ნ. და 1982 წელს დაბადებული მ.პ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19 – 109 მუხლის მე-3 ნაწილით და 236 -ე მუხლის მე-3 ნაწილით“, - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიებისთვის დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით კი, ინციდენტი ”ქურდულ გარჩევას” უკავშირდება.

ამასთან, დაჭრილი სამი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს. საავადმყოფოს დირექტორის, ნიკა ჭეჟიას თქმით, მათგან ერთ-ერთი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება დანაჩენ ორს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს