მეტრო "გურამიშვილის" გახსნა გადაიდო

მეტრო "გურამიშვილის" გახსნა გადაიდო

მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებისთვის 15 მარტის ნაცვლად აპრილის ბოლოს გაიხსნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მეტროსადგური „გურამიშვილი“ დაგეგმილი 15 მარტის ნაცვლად, მგზავრებისთვის მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გაიხსნება. თარიღის გადაწევა დამატებითმა ექსპერტიზის ჩატარებამ გამოიწვია, რომლის დასრულებამდე, მეტროსადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერდა. მიმდინარე წლის 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში შეკიდული ჭერის ჩამოშლის შემდეგ, თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, ყველა მეტროსადგურის მდგომარეობას ამოწმებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით”, - ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი