მამაკაცი, რომელსაც მეტრო "დიდუბეში" მატარებელი დაეჯახა, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელსაც მეტრო "დიდუბეში" მატარებელი დაეჯახა, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ „დიდუბეში“ ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

თვითმხილველების თქმით კი, მას შემდეგ, რაც მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა, სამართალდამცავებს დახმარების თხოვნით მიმართეს, რომლებმაც თავის მხრივ საქმის კურსში შესაბამისი სამსახურები ჩააყენეს, თუმცა მატარებლის დროულად გაჩერება ვერ მოხერხდა.

ამასთან, როგორც სააგენტოსთან საუბარში თბილისის მეტროპოლიტენში აღნიშნეს, მამაკაცი აკრძალულ ზონაში იმყოფებოდა.

„დიდუბე-გოცირიძის ღია მონაკვეთზე, აკრძალულ ზონაში, მოძრაობდა, სავარაუდოდ, შუა ხნის მამაკაცი. მიუხედავად იმისა, რომ მემანქანემ დროულად დაამუხრუჭა, მაინც მოხდა დაჯახება“, - განაცხადეს თბილისის მეტროპოლიტენში.

იხილეთ ვიდეო: მამაკაცი, რომელსაც მეტროსადგურ "დიდუბეში" მატარებელი დაეჯახა, გარდაიცვალა

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო