შიშველ ქალებთან ერთად პოზირების გამო პოლიციელები სამსახურიდან გაათავისუფლეს

შიშველ ქალებთან ერთად პოზირების გამო პოლიციელები სამსახურიდან გაათავისუფლეს

ნახევრად შიშველ ქალებთან ერთად ფოტოების გადაღების გამო მექსიკაში სამი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

ფოტოები დამსვენებლებთან ერთად სამართალდამცველებმა კანკუნის პლაჟზე გადაიღეს. სამი პოლიციელის ფოტო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. სამართალდამცველებს ფორმები აცვიათ და შეიარაღებულები არიან.

ქალების ვინაობა ცნობილი არ არის, თუმცა ისინი, სავარაუდოდ, ტურისტები არიან.

მედიის ინფორმაციით, პლაჟებზე პოლიციელები ძალადობის ფაქტების გაზრდის გამო პატრულირებენ.

ფოტოები სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა განათავსა, სათაურით „როდესაც ქალები უფრო გაინტერესებს, ვიდრე პლაჟის უსაფრთხოება“.

პოსტი მოგვიანებით წაიშალა, სავარაუდოდ, სოცქსელის მომხმარებელს პოლიცია დაუკავშირდა და ფოტოების წაშლა მოსთხოვა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ