შეწყვიტეთ უცხო ენის სწავლა!

შეწყვიტეთ უცხო ენის სწავლა!

თითქმის ყველა ბავშვი მშობლიურ ენაზე საუბარს 2 წლის ასაკში იწყებს და 4-5 წლის ასაკში უკვე სრულყოფილად ფლობს ენას, რა თქმა უნდა, თუ არ ვეცდებით ბიოინჟინერიაზე, იურისპრუდენციაზე ან ბლოკჩეინების სისტემაზე მათთან საუბარს, თუმცა ისიც არ არის გამორიცხული, ამ თემებზეც ჰქონდეთ თავიანთი მოსაზრება.

ამის შემდეგ კი იწყება სწავლის პროცესი: იმ გამონაკლისებზე არ გავამახვილებთ ყურადღებას, როცა ბავშვი რომელიმე ძვირადღირებულ კერძო სკოლაში დადის, დამატებით კიდევ 1-2 კერძო მასწავლებელთან ემზადება და მისი სწავლის წლიური ხარჯი სულ რაღაც 35 000 ლარია.

ამ შემთხვევაში, უმჯობესია, საშუალო ან დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახში დაბადებულ ბავშვზე ვისაუბროთ და მას პირობითად ნიკა დავარქვათ. ნიკა სკოლაში დაწყებითი კლასებიდან სწავლობს უცხო ენას, შეიძლება რამდენიმესაც.

აბარებს საატესტატო გამოცდას და იღებს 10 ქულიდან 9 ქულას. მართალია, ეს მშობლების ოდნავ უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ, გარკვეულწილად, მაინც ნიკას ნერვიულობასა და არასწორად შედგენილ ტესტებს ბრალდება.

ნიკა მაინც ბედნიერია, რადგან მხოლოდ ერთმა კლასელმა აიღო უფრო მაღალი – 9.1 ქულა. ეს ფაქტი მას იმდენად მატებს თავდაჯერებულობას, რომ ეროვნულებზე 95 ქულაზე ნაკლების მიღებას საკუთარ თავს უბრალოდ ვერ აპატიებს.

იწყება სწავლის ახალი ერა ანუ ქალაქში ერთ-ერთ საუკეთესო პედაგოგთან – ლამზირასთან მომზადება. ახალი პედაგოგი აღფრთოვანებულია ნიკას ენებისადმი მიდრეკილებით, მისი ტვინი ხომ უბრალოდ ისრუტავს ახალ ფრაზებს და გრამატიკას. ნიკას სიტყვების მარაგი უკვე 5000 სიტყვას სცდება და 16 დროს ისევე კარგად იცნობს, როგორც საკუთარ 10 თითს, მხოლოდ Past Perfect Continuous-ში შეიძლება ოდნავ წაბორძიკდეს.

და არის! მისი საგამოცდო ქულა ამჯერად არამარტო მასწავლებლისა და ნიკას, არამედ თავად მშობლების გულსაც იგებს, ერთად და ცალ-ცალკე. 96 ქულა – ეს უკვე ნამდვილი წარმატებაა.

ნიკამ სხვა საგნებშიც არანაკლებ იყოჩაღა და მშობლების მიერ შერჩეული სახელმწიფო უნივერსიტეტის კარი მისთვის უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ღია იქნება. ის მამის, ბებიისა და დიდი ბიძის პროფესიას გააგრძელებს, თუმცა სამედიცინოს დასრულების შემდეგ, დიდი სურვილი აქვს თავისი ოცნების პროფესიაც შეისწავლოს.

ენის სწავლა არც ამით სრულდება. ნიკა უნივერსიტეტშიც ბეჯითად ესწრება უცხო ენის ლექციებს.

9 წელიც არ არის გასული, როცა ნიკა უნივერსიტეტს მოწითალო ფერის დიპლომზე ასრულებს.

შრომის ბაზარი მისნაირ ახალგაზრდებს სანთლით ეძებს. მას ბევრი შემოთავაზება აქვს სხვადასხვა მსხვილი კომპანიიდან. მშობლების რჩევით, ნიკა მუშაობის დაწყებას უცხოურ კომპანიაში გადაწყვეტს.

გასაუბრებაზე უცხოელთან უწევს ლაპარაკი და მისი ინგლისური ისე მყარად ვეღარ დგას, როგორც საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე იდგა. ნიკა ვერ ხვდება, რატომ უჭირს იმ 5000 სიტყვიდან ისეთი ორის ამორჩევა, რომლებსაც ერთმანეთს გადააბამს, ან რატომ არ ერგება 16 დროიდან რომელიმე მოცემულ სიტუაციას.

გასაუბრებიდან გამოსულს, ერთი სული აქვს სახლში მივიდეს და სახელმძღვანელოს ჩახედოს, ნუთუ რამე გამორჩა ან დაავიწყდა?

უამრავი ხალხი ენის ცოდნის გარეშეა ან მხოლოდ სიტყვების მარაგის და გრამატიკული წესების ცოდნის ამარა რომ არ დაგვეტოვებინა, სწორედ ამიტომ შეიქმნა ლინგვინგი, რომელიც მთლიანად ცვლის ენის შესწავლისადმი მიდგომას, თავდაყირა აყენებს არსებულ მეთოდიკას: ენის ათვისება პირდაპირ პრაქტიკით იწყება, მხოლოდ შემდეგ ხდება თეორიული მასალის დამატება.

პირველივე დავალებიდან დაწყებული ენას ითვისებთ პრაქტიკაში, როგორც ბავშვი, რომელიც სულ არ ფიქრობს სწავლაზე, უბრალოდ ტკბება ცხოვრებით და იწყებს საუბარს.

ენას ითვისებთ ყველაზე ბუნებრივი გზით: ლაპარაკით ან წერით უცხო ენაზე – პირდაპირ პრაქტიკაში.

დღევანდელ მსოფლიოში არავის აქვს დაუსრულებელი პასიური მეცადინეობს დრო. შეწყვიტეთ უცხო ენის თეორიული სწავლა და დაიწყეთ პრაქტიკით!

Lingwing-ის საიტზე მომხმარებლების 45%-ს შეადგენს 24-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანები, რომლებიც 0-დან იწყებენ ენის შესწავლას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ