ზუგდიდში მოზარდი დაჭრეს

ზუგდიდში მოზარდი დაჭრეს

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მოზარდი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ჭრილობა არასრულწლოვანს ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. საავადმყოფოს დირექტორის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, გულ-მკერდის არეში დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების თქმით, პაციენტს სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: მორიგი სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში - დაჭრილია ერთი მოზარდი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ