დღის ფოტო საკრებულოდან - რას აკეთებენ დეპუტატები ანგარიშის მოსმენის ნაცვლად

დღის ფოტო საკრებულოდან - რას აკეთებენ დეპუტატები ანგარიშის მოსმენის ნაცვლად

სმარტფონებში "ფეისბუქის სქროლვა" და ახალი ამბების გაცნობა უკვე აღარავის უკვირს, თუმცა თბილისის საკრებულოს დეპუტატების ნაწილი ამას მაშინაც აკეთებს, როცა საკრებულოს სხდომათა დარბაზში მნიშვნელოვან ანგარიშს ისმენს.

მაგალითად დღეს, საკრებულოს წევრების ნაწილმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის საქმიანობის 3-თვიანი ანგარიში სწორედ სმარტფონებში "ფეისბუქის სქროლვის" პარალელურად მოისმინა.

იხილეთ ვიდეო საკრებულოდან

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს თამარ ტალიაშვილს, რომელიც დღევანდელ გაფართოებულ სხდომას ხელმძღვანელობდა, კოლეგებისთვის მეტი ყურადღების გამოჩენის თაობაზე შენიშვნის მიცემაც კი მოუხდა.

ავტორი: ნინო ხოზრევანიძე

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები