"მოგვენატრეთ..." - მაია ასათიანი ახალ ფოტოს და პოსტს აქვეყნებს

"მოგვენატრეთ..." - მაია ასათიანი ახალ ფოტოს და პოსტს აქვეყნებს

თოქ-შოუ "პროფილი" ეთერში რამდენიმე კვირა არ გასულა, ამის მიზეზად გადაცემის პროდიუსერებმა მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება დაასახელეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაცემის ოფიციალურ გვერდზე განცხადება 22 თებერვალს გავრცელდა.

მაყურებელი მოუთმენლად ელოდა გადაცემის ეთერში დაბრუნებას და როგორც ირკვევა, ერთ კვირაში გადაცემა ეთერში დაბრუნდება. ამის შესახებ "პროფილის" ფეისბუქის გვერდიდან გახდა ცნობილი.

"მალე! ეთერში ვბრუნდებით. ტრადიციული ფოტო გადაცემის ჩაწერამდე... დაელოდეთ შემდეგ ხუთშაბათს. მადლობა ყველას ყურადღებისთვის, მოგვენატრეთ, შემდეგ ხუთშაბათს ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ!" - ვკითხულობთ გადაცემა "პროფილის" ფეისბუქის გვერდზე განთავსებულ პოსტში, რომელსაც თან ახლავს მაია ასათიანის ახალი ფოტო. მასზე ტელეწამყვანი წითელ კოსტიუმშია გამოწყობილი და კარგად გამოიყურება.

"თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!" - ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვაშაძის სახელით გავრცელებულ განცხადებაზე

"მის ქველმოქმედებას აქვს ფასი, ეს მისი პირადი სულიერი და ფიზიკური კომფორტია. ეს საფასური მუდმივად ხმოვანდება კობახიძის მიერ" - რას წერს ხუხაშვილი ივანიშვილზე

"ვიღაცისგან წიხლი არ არისო საწყენი" - ამირან გამყრელიძე წყლის ჭავლით დარბევისა და "სამი ფსევდომუშკეტერის" შესახებ ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს