მალხაზ მაჩალიკაშვილი - ვიდრე ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს არ გადასცემენ, აქციების გამართვა არასწორია

მალხაზ მაჩალიკაშვილი - ვიდრე ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს არ გადასცემენ, აქციების გამართვა არასწორია

ვფიქრობ, რომ ვიდრე ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს არ გადასცემენ, აქციების გამართვა არასწორია. მე მათ მდგომარეობაში შევდივარ, ისინიც ჩემსავით შვილმკვდარი მშობლები არიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განუცხადა. მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისში აქციის გამართვაზე საუბრობს, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტ დროს ვერ ასახელებს.

"მას შემდეგ, რაც ხელყუმბარასთან დაკავშირებით ექსერტიზის პასუხს გავეცანი, უფრო მეტი კითხვა გამიჩნდა, ვიდრე პასუხები მქონდა. სწორედ ამიტომ, ხეობის მცხოვრებლებმა და ჩვენ გადავწყვიტეთ პროტესტი აქციების სახით გამოვხატოთ. იქნებ პროტესტის ამ ფორმამ გამოიღოს შედეგი და მოხდეს ყველა იმ პირის დასჯა, ვინც ჩემი უდანაშაულო შვილი საკუთარ საძინებელში მოკლა, თუმცა აქციების ზუსტი დროის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია. ჩვენ მზად ვართ და პარასკევს ვაპირებდით აქციის გამართვას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტატუნაშვილების ოჯახს ვიდრე ცხედარს არ გადმოსცემენ, აქციების გამართვა არასწორია. მე მათ მდგომარეობაში შევდივარ, ისინიც ჩემსავით შვილმკვდარი მშობლები არიან. ვფიქრობთ, სავარაუდოდ, ორშაბათს გავმართოთ აქცია, თუმცა არც ეს დროა ზუსტი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ